x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
BMW-ს ისტორია

image










Bayerische Motoren Werke AG (BMW)-გერმანული კომპანია, ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1917 წლის 21ივლისს, თუმცა BMW-ს ისტორია 4 წლით ადრე დაიწყო. 1913 წელს, მიუნხენში არსებობდა ორი კომპანია, რომელთა სათავეშიც იყვნენ "კარლ რაპი" და "გუსტავ ოტო", მათ პირველი მსოფლიო ომის დროს გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ და ერთად ეწარმოებინათ თვითმფრინავის მოტორები. 1916 წელს, გაერთიანებულ კომპანიას ახალი სახელი ეწოდა - "ბაიერიშე მოტორენ ვარკე", ხოლო 1917 წელს კი კომპანიის ემბლემაც შეიქმნა, რომელიც თვითმფრინავის პროპელერს წარმოადგენს.


1919 წელს, ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, აიკრძალა საავიაციო ძრავების გამოშვება, რამაც BMW გაკოტრების საფრთხის ქვეშ დააყენა. ამის შემდეგ BMW-ს მთავარმა ინჟინერმა მოტოციკლეტების წარმოება დაიწყო და გამოუშვა "R 32", რომელიც 1923 წელიდან სერიულ წარმოებაში გავიდა. "R 32" 1928 წლამდე, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რამაც დიდი მოგება მოუტანა კომპანიას.


1932 წელს BMW-მ პირველი ავტომობილი "3210" გამოუშვა, რომლის ცხენის ძალა არ აღემატებოდა 20-ს, ხოლო, მაქსიმალური სიჩქარე კი 80 კმ/სთ იყო. ამის შემდეგ, კომპანიამ გამოუშვა BMW 303, რომელსაც პირველად დაუმონტაჟდა ლითონის ბადე- "kidney grill" (რომლითაც დღემდე იწონებს თავს BMW-ს კომპანია) მისი მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ იყო. დიდი წარმატების შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილებიც ეწარმოებინა, მათ შექმნეს BMW 326, რომელმაც სერიოზული კონკურენცია გაუწია ასევე გერმანულ ავტო კომპანია "Mercedes-Benz"-ს. ეს ახალი მოდელი კომპანიამ დიდი მოთხოვნილების გამო სულ 16 000 მოდელი გაყიდა. 1936 წელს კოპანიამ, ახალი ორადგილიანი სპორტული ავტომობილი Raodster 328 შექმნა, რომელიც პერსონალურად "Mille miglia"-ში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა, ამ ავტომობილმა მიზანს მიაღწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ათასმილიანი მანძილი მან რეკორდულ დროში დაფარა). ამასთან ერთად, BMW-მ ერთი რეკორდი არ იკმარა და 1937 წელს "ჰერნესტ ჰენემ" BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, (280 კმ/სთ) 1951 წელს BMW-მ გამოუშვა ახალი კომფორტული მანქანა BMW 501, რომელიც დანარჩენებისგან გამოირჩეოდა სილამაზითა და კომფორტით, თუმცა მასა ძალიან მძიმე იყო, რისი ტარებაც მატორს უჭირდა, სწორედ ამან განაპირობა, ეფიქრათ კონსტრუქტორებს მატორის გაძლიერებაზე, ხოლო, სამი წლის შემდეგ მათ შეძლეს შეექმნათ 8 ცილინდრიანი მატორი, რომელიც კარგად მოერგო BMW 501. კომპანიამ ასევე ერთგვარი ცდა ჩაატარა ავტო სივრცეში და შექმნა საკმაოდ უცნაური ავტომობილი- BMW Isetta, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ იყო. მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში ამ ავტომობილმა დიდი ინტერესი გამოიწვია.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, BMW-ს დიდი კრიზისი შეეხო და გაკოტრების პირას დადგა, ამით ისარგებლა Mercedes Benz-მა და მისი აქციების ყიდვა განიზრახა, რაზეც უარი მიიღო კომპანიისგან და 1961 წელს BMW-მ გამოუშვა ახალი იაფფასიანი და კომფორტული სედანი. რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. სწორედ აქედან იწყება BMW-ს აღმავლობის ხანა.

1
253
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
253
  
2012, 3 ოქტომბერი, 23:05
++
0 1 1