x
image
Teklamaisuraze
თუ თქვენ მოგზაურობთ ავტობუსით რა საფრთხეები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ

ტურისტული უსაფრთხოება საავტობუსო ტრანსპორტირებისას

მოგზაურობისას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. ეს იქნება ექსკურსია თუ ოჯახურო მოგზაურობა. ავტობუსი მოსახერხებელია ასევე ხანგრძლივი მგზავრობისას. მაგალითად სპორტული თუ ცეკვითი გასვლები ხდება ჯგუფურად ქვეყნიდან. რადგან გააჩნია ტუალეტი, სამზარეულო და მოსახერხებელი სავარძლები . ასევე თუ ვინმეს ფრენის შიში აქვს მათთვის არის უფრო ხელსაყრელი.


image



თუ ხშირად მოგზაურობთ უნდა იცოდეთ თუ რა როლი აქვს უსაფრთხოებასა და დაზღვევას ტურიზმში

image



ავტობუსის ტექნიკური მდგომარეობა რეგლამენტირებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მძღოლს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მართვის მოწმობა. ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, დაზღვევა, საზღვრის გადაკვეთის ნებართვა.

ვინაიდან ტურისტები, როგორც წესი თანხასა და ბარგს ატარებენ ავტოსადგომებზე ხშირია ქურდობები.

დადგენილია უსაფრთხოების მოთხოვნები. მოგზაურობის დროს ქცევის წესები. თუ თქვენ გეგმავთ მოგზაურობას ევროპაში ავტობუსით, ყველა ტურისტმა უნდა იცოდეს, თუ რას უნ და მიაქციოს ყურადღება. როგორ აირჩიოს უსაფრთხო ადგილი.


image


- ყოველთვის აირჩიეთ სავარძელი რომელსაც აქვს უსაფრთხოების ღვედი. ჩაჯდომისას მიაქციუთ ყურადღება საავარიო გამოსასვლელებს და ლუქებს . საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ოპერატიულად.


image


- ფული და საბუთები მუდმივად თქვენთან იქონიეთ.

- თუ მიგაქვთ მჩხვლეტავი ნივთები, ისინი საგულდაგულოდ უნდა იყოს შეფუთული, რომ შემთხვევის შედეგად ვინმე არ დააზარალოს.

- აფთიაქი უნდა იქონიოთ მუდმივად ხელბარგში. უბრალო ბინტს საჭირო დროს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა.

- არ შეარჩიოთ ადგილი მძღოლის მარჯვენა მხარეს. არც პირველი რიგის ადილები. ისინი ითვლება ყველაზე საშიშ ადგილებად ნებისნმიერი შეჯახებისას.



image


- ასევე ბოლო რიგები. ამასთან ბოლო რიგი ააკომფორტულია.

- ყველაზე უსაფრთხო ადგილი შუა რიგებიდან ისიც არა ფანჯრის მხარეს.

სავალდებულოა დაიცვან მგზავრებმა სისიუფთავე. მოძრაობის დროს არ შეიძლება სალონში სიარული, ფანჯრის გაღება ხელების ქნევა და თავის გაყოფა. ხმამაღლა საუბარი.ავტობუსის გაჩერების დროს რიგრიგობით ჩასვლა და ამოსვლა. უსაფრთხოების მიზნით იკრძალება ჩანთების დაწყობა გასასვლელში . ხელბარგი მოათავსეთ ზედა თაროზე.



image


მგზავრებისათვის განკუთვნილი ეტიკეტის წესები უსაფრთხოების მიზნით.

1. მოერიდეთ ქცევას, რომელიც გამოიწვევს ფიზიკურ ან სიტყვიერ დაპირისპირებას.


2. ნებისმიერ დროს იყავით თავაზიანი


3. საუკეთესო მგზავრები არიან ისინი ვინც ინარჩუნებენ სიმშვიდეს, რათა ისიამოვნონ მოგზაურობით.


4. აკრძალულია მოწევა ავტობუსში


5. ხმამაღალმა მუსიკამ არ უნდა შეაწუხოს სხვა მგზავრები.


6. ნუ დააზიანებთ სხვა პირის ქონებას


7. თავი შეიკავეთ ავტობუსში ხმამაღალი ან ვულგარული ქცევისა და ლაპარაკისაგან, მობილურის სატელეფონო საუბრების ჩათვლით


8. მოერიდეთ სხვა მგზავრებთან არასასურველ საუბრებს, უცენზურო, მუქარის შემცველ, შეურაცხმყოფელ სიტყვების გამოყენებას.


გისურვებთ სასიამოვნო და უსაფრთხო მგზავრობას




1
60
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
60
  
2023, 25 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1