x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზუსტად 15 წლის წინ ინდოელმა ქირურგებმა ჩაატარეს უნიკალური ოპერცია, 2 წლის ბავშვს მოაშორეს ორი ზედა და ორი ქვედა ზედმეტი კიდურები

image ინდოეთი ცნობილია ადამიანის ორგანოების ანომალიებით, თუმცა უნდა ითქვას რომ ინდოელი ექიმები კარგა ხანია რაც უნიკალურ ოპერაციებს ატარებენ წარმატებით.


ინდოეთის ქალაქ ბანგალორას კლინიკაში გაკეთდა უნიკალური ოპერაცია წარმატებით. 2 წლის გოგონას, რომელსაც დაბადებიდან საინელი ანომალია ჰქონდა 4 ხელის და 4 ფეხის სახით, სორედ ამ კლინიკის 30 ექიმიანი სამედიცინო ბრიგადის მიერ ჩაუტარდა უნიკალური ოპერაცია, რომელიც თითქმის 24 საათი გაგრძელდა.

გოგონას გაუკეთდა 2 ხელის და 2 ფეხის ამპუტაცია, თან ისე, რომ ამპუტირებულ ნაწილებს გოგონასათვის მომავალში რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნა.


გოგონა ტყუპისცალთან ერთად კარგად ვითარდებოდა დედის მუცლის ღრუში, მაგრამ მოულოდნელად მეორე გოგონას სხეული გაურკვეველი მიზეზებით იქცა "პარაზიტად" და შეეზარდა ჯანმრთელი დის ორგანიზმს, რამაც გამოიწვია საშინელი ანომალია.

მშობლებმა ახალშობელი კლინიკაში არ დატოვეს და სახლში წაიყვანეს, გოგონას სანახავად სხვადასხვა რეგიონებიდან მოდიოდნენ ადამიანები, ერთერთი მათგანი აღმოჩნდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც კერძო კლინიკაში გოგონასთვის ოპერაციის ჩატარება შესთავაზა მშობლებს, ოპერაციის ხარჯებს კი მისი კლინიკა იღებდა საკუთარ თავზე.

როგორც უკვე ავღნიშნე გოგონას წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა, გოგონა, რომელიც ინდური ღვთაების ლაქშმის სახელს ატარებდა სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ ფეხებზე დადგა და გაიარა.

გოგონა სადღეისოდ 17 წლისაა და თავის სოფელში ცხოვრობს ბიხარას შტატში, მას ადგილობრივები მისი თანამოსახელე ღვთაების წარმოგზავნილად თვლიან და მის ოჯახსაც დიდ პატივს სცემენ.

ლაქშმი ტატმა, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს უკვე 2 ხელით და 2 ფეხით.


ოპერაციაში მონაწილე ექიმების მცირე ჯგუფი.
imageimageimageimage



0
191
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
191