x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უკრაინაში ფიასკო შევა ავღანეთსა და ერაყთან ერთად - როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური კატასტროფა აშშ-ის ისტორიაში"-რონ პოლი

image

ასე მიაჩნია ამერიკელ კონგრესმენს, რონ პოლის, მისი ვრცელი მიმოხილვა გამოცემა Eurasiareview-ში გამოქვეყნდა.


"უკრაინაში პრეზიდენტ ბაიდენის ფიასკო შევა ისტორიაში - ავღანეთსა და ერაყთან ერთად - როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური კატასტროფა აშშ-ის ისტორიაში. ამერიკელი ნეოკონსერვატორების ძველ სურვილს, „შეიცვალოს რეჟიმი“ რუსეთში, ორივე მხრიდან უკვე ასობით ათასი მსხვერპლი ჰყავს. არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ კონგრესმა „უკრაინის პროექტის“ დაფინანსებისთვის ნეოკონსერვატორებს 100 მილიარდი დოლარი გამოუყო.


მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბახმუტზე რუსეთმა დაამყარა კონტროლი, ნეოკონსერვატორების უკრაინული პროექტი, ისევე, როგორც მათი ყველა წინა საგარეო პოლიტიკური პროექტი, როგორც ჩანს, სწრაფად უახლოვდება ფიასკოს. მაგრამ ეს არ შეაჩერებს ბაიდენის ადმინისტრაციას, გამოსძალოს მეტი ფული ამერიკას, რომელიც ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე იმყოფება. მოდით არ დაგვავიწყდეს ბრძოლა „ვალების ლიმიტისთვის", რომელიც ამჟამად კოლუმბიის ოლქში მიმდინარეობს.



ბაიდენის ადმინისტრაციის შიდა ხარჯები რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის ყოველთვის ბრძოლის საგანია, თუმცა როცა საქმე ეხება უკრაინული პროექტისთვის გამოსაყოფ უსასრულო ხარჯებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარეშე, მხარეები სინქრონულად მოქმედებენ. ავღანეთში „თალიბანთან“ 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთში „თალიბანის“ მმართველობა მივიღეთ! ამის საფასური დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარია. თუმცა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, ომის მომხრე ანალიტიკურმა ცენტრებმა და მეინსტრიმულმა მედიამ კარგი ანაზღაურება მიიღეს.


მეინსტრიმული მედია პანიკაშია იმის გამო, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 48 მილიარდიდან მხოლოდ 6 მილიარდიღა დარჩა. ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ „პროექტი უკრაინა“ რამდენიმე კვირაზე მეტხანს შენარჩუნდეს. მაშინ, როდესაც აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი, ხმათა უმრავლესობით, ეწინააღმდეგება „უკრაინის“ სახელით ცნობილ კორუმპირებულ შავ ხვრელში კიდევ უფრო მეტი ფულის გადაყრას, უპრინციპო პოლიტიკოსებიც კი მოუსმენენ კონგრესში არსებულ პროგრესულ-კონსერვატიულ ალიანსს, რომელსაც ეს ყველაფერი მოჰბეზრდა."


იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი აზრი ეწინააღმდეგება კორუმპირებულ უკრაინაში უსასრულო მილიარდების გაგზავნას და მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შენარჩუნებას, ვაშინგტონში პოლიტიკური ცხოველები ჩაძირვისთვის განწირული გემიდან გაქცევას დაიწყებენ. უნდა ველოდოთ, რომ კანონმდებლები მასობრივად მიატოვებენ „უკრაინულ პროექტს“. ეს მოძრაობა, რომელსაც პრინციპული კონსერვატორები და პროგრესისტები ხელმძღვანელობენ, სამუდამოდ ჩაძირავს ნეოკონსერვატორების „უკრაინულ პროექტს“ და გლობალური ბირთვული განადგურებისგან გადაგვარჩენს“, - წერს სტატიის ავტორი.

0
129
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0