x
image
თუთიკო ბერძენა
ვისმა სისასტიკემ გააკვირვა თვით ჯაბა იოსელიანიც კი
ვინ არის გოგა ხაინდრავა?
რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია, თუმცა არის ნიუანსები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მაინც ჯერ კიდევ არ იყოს ცნობილი.
image

საინტერესო ისაა, რომ თვით სასტიკი მხედრიონელების ბელადიც კი გააკვირვა გოგა ხაინდრავას საქცეიელმა.
ამონარიდი ჯაბა იოსელიანის წიგნიდან “ სამი განზომილება “:
“ მე ჯაბა იოსელიანი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ
1992 წლის 6 იანვარს გამთენიისას ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანაძის ბიჭებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის უიარაღო მომხრეებს.
პირველმა, ვინც ისროლა – ხაინდრავას ხალხმა თუ ჩვენებმა – „მხედრიონელებმა“, ვერ გეტყვით.
ეს იყო შეცდომა, რადგან, როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები უსაფრთხოდ დასტოვებ ქვეყანასო, უნდა შეასრულო.
მერე გოგაც და გიაც მიმტკიცებდნენ, ბატონო ჯაბა, ჯერ იმათ გვესროლეს ავტობუსებიდანო, მაგრამ ამხელა კაცი მაგას ვჭამ?
რა ესროლეს?!
ერთი სული ჰქონდათ, ბუნკერიდან თავდაღწეულებს, საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინათ.
არა, მაგარი მიქარვა მოუვიდათ, თან იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები ისხდნენ, პრეზიდენტს რომ თავი დავანებოთ", წერს ჯაბა იოსელიანი თავის მემუარებში.
კიდევ ერიც ამონარიდიც ამავე წიგნიდან, იმაზე დასაფიქრებლად, თუ რამდენად გამოდგება გოგა ხაინდრავა რომელიმე პარტიის იდეოლოგად:
"1991 წელს სამაჩაბლოს გმირებს მინდიაშვილებს თბილისში ერთ-ერთ რესტორანში დამაძინებელს უყრიან ჭიქაში.
შემდეგ იტაცებენ და მათ ცხინვალთან ოსები ხეზე მიბმულებს წვავენ.
გოგა ხაინდრავა მიდის, უღებს სურათებს, (ოსებმა, როგორ მიუშვეს?! ) აგზავნის საზღვარგარეთ თითქოს ქართველებმა ოსები ცოცხლად დაწვეს".
0
523
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
523