x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საბჭოთა კავშირის დროინდელი საუკეთესო პოლიტიკური ანეკდოტები
image

1920-40-იანი წლები



***



- როდის ჩატარდა საბჭოური ტიპის ტიპის პირველი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები? - როდესაც ღმერთმა შექმნა ევა ადამის ნეკნიდან და უთხრა: "აირჩიე შენი ცოლი".




***


სსრკ-ში დაუშვეს დათვებზე ნადირობა. დათვები საზღვარზე გარბიან. მათ შორისაა კურდღელიც


.ეკითხებიან :

- რატომ გარბიხარ?

- ყველა დათვს კლავენ და ...

- მერე შენ ხომ დათვი არ ხარ!

- სცადე და დაუმტკიცე აბა ეს ხელისუფლებას!


***


უცნობი ფარაონის მუმია იპოვეს ეგვიპტეში. ვერაფრით დაადგინეს მისი ვინაობა და ამიტომ მოიწვიეს სპეციალისტები საბჭოთა კავშირიდან . მალე მათ განაცხადეს:

- ეს არის რამზეს XVIII.

- როგორ დაადგინეთ?

- გამოტყდა, ნაძირალა!.



***


რაბონოვიჩი ოქტომბრის დემონსტრაციაზე მივიდა პლაკატით: "დიდი მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისთვის". პარტკომი მასთან მიდის და ეუბნება:


- Მეღადავები?! მოხუცი ხარ! როდესაც ბავშვი იყავი, მაშინ სად იყო სტალინი.


- ჰოოდა სწორედ მაგიტომ ვიხდი მადლობას!


***

კითხვა მისალმების შემდეგ:

1920-იანი წლები: - Როგორ ხარ?


1930-იანი წლების დასაწყისი:

- Როგორ ხარ? ცოცხლობ?


1930-იანი წლების ბოლოს:

- Როგორ??? ცოცხალი ხარ?

***

შეჯიბრი ლენინის იუბილესთან დაკავშირებით საუკეთესო პოლიტიკური ანეგდოტისთვის.

მე -3 პრემია - 3 წლის საერთო რეჟიმის კოლონიაში.

მე -2 პრემია - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 წლით, პლუს ხუთი წელი ლენინის ციმბირში მონახულების ადგილები.

1-ლი პრემია - თავად იუბილართან შეხვედრა







1950-60 იანი წლები



***

უკეთესი არ იქნება უსაქმური პარაზიტების გაგზავნა არა ბანაკებში, არამედ საზღვარგარეთ?


- მასე არ გამოვა, რადგან ეგრევე მილიონობით ახალი პარაზიტი გამოჩნდება.


***

სომხეთი იტალიიდან სსრკ-ში რეპატრიაციამდე თავის ძმას, რომელიც დასავლეთში დარჩა, მოელაპარაკა, რომ თუ სსრკ-ში კარგი იქნებოდა, ის დაწერდა წერილს ჩვეულებრივი მელნით, თუ ცუდი - მწვანე მელნით. ცოტა ხნის შემდეგ, მისგან მოდის წერილი, დაწერილი ჩვეულებრივი მელნით: ”ყველაფერი კარგადაა, მათ მომცეს ბინა, სამსახური, ყველაფერი უხვად არის. არსებობს მცირედი ნაკლიც. მაგალითად, ვერ ვიშოვე მწვანე მელანი. ”


კითხვა სომხურ რადიოსთან: - რა არის დემოკრატიული ცენტრალიზმი? - ეს არის როდესაც ყველა ინდივიდუალურად ეწინააღმდეგება და ყველა ერთად - მომხრეა.


***

რა არის ძირითადი დაბრკოლებები არსებობს საბჭოთა სოფლის მეურნეობისათვის?

ოთხი ძირითადი დაბრკოლება არსებობს: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი.

***

ხრუშჩოვი პატარა ბიჭს მიმართავს

- გამარჯობა ბიჭუნა. რა ლამაზი ველოსიპედი გაქვს!

- ახლა ყველაფერი ლამაზი გვაქვს: მანქანა, ბინა და აგარაკი.

- Ძალიან კარგი! ეს არის პარტიის და ჩემი დამსახურება, მე მივეცი მამაშენს მანქანა, ბინა და აგარაკი.... იცი მე ვინ ვარ?

- მამა, მამა! ბიძია მოშე ჩამოვიდა ამერიკიდან!


1970-1980-იანი წლები

***

ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

- სად ცხოვრობენ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვები?

- საბჭოთა კავშირში!- ყველა პასუხობს ერთხმად.

- სად აქვთ ბავშვებს ყველაფერი, რაც უნდათ?

- საბჭოთა კავშირში!

- სად იზრდება ბავშვები ჯანმრთელები, მხიარულები და თავიანთი მომავალში დარწმუნებულები?

- საბჭოთა კავშირში!

მოულოდნელად მასწავლებელს ერთ-ერთი ბავშვისს ტირილი ესმის

რატომ ტირი ნონა? - ეკითხება მასწავლებელი

-საბჭოთა კავშირში მინდა ცხოვრება.


***

ხორცპროდუქტების მაღაზიაში:

-გთხოვთ ამიწონოთ 1 კილოგრამი ხორცი!

- არ გვაქვს ხორცი!

- მაგრამ თქვენს მაღაზიას რომ აწერია "ხორცი"?

- მერე რა რომ აწერია! ჩემს ფარდულსაც აწერია გარედან "ყ...", მაგრამ შიგნით შეშა ალაგია!


***

რა არის: ოთხი ფეხი და ორმოცი კბილი?

- ნიანგი.

- და ორმოცი ფეხი, ოთხი კბილი?

- ბრეჟნევის პოლიტბიურო.



***

სადღა ვიყიდით ხორბალს, თუ აშშ-ში კომუნიზმი აშენდება?


***

სასურსათო მაღაზია. მომხმარებელი მიდის დახლთან ხორცის განყოფილებაში.

- თევზი არ გაქვს?

-მო-ქა-ლა ქე! ჩვენ არ გვაქვს ხორცი! გვერდზე თევზის განყოფილებაში იკითხე! იქ არა აქვთ თევზი!


***

პარტიულ ყრილობაზე ბრეჟნევი კითხულობს დეპეშას: - ამას გვწერენ ჩვენი ამხანაგები ციმბირიდან: სასწრაფოდ გამოაგზავნეთ ორი ეშელონი არაყი, თორემ ხალხი გამოფხიზლდა და კითხულობენ მეფე სად გააქრესო.

***

მართალია, რომ სსრკ-ში სექსუალური რევოლუცია მწიფდება?

- ასეა ნამდვილად.ყოველ შემთხვევაში, ზემოდან მათ აღარ შეუძლიათ ძველებურად ამის გაკეთება, ქვემოთ კიდევ არ სურთ.


***

საშინელებათა ფილმების ფესტივალზე მოულოდნელად გაიმარჯვა საბჭოთა ფილმმა "პარტბარათის დაკარგვა".


***

სსრკ-ში, ყველაზე მაღალი დონეზეა დაცული საიდუმლეობა: საფრანგეთში, ერთ ქარხანის მუშებმა არ იციან რას აკეთებენ მეზობელ ქარხანაში. ინგლისში, ერთმა განყოფილებამ არ იცის, რას აკეთებენ მეორეში . შეერთებულ შტატებში ერთმა თანამშრომელმა არ იცის რას აკეთებს მეორე მაგიდაზე მჯდომი. სსრკ-ში კი თანამშრომელმა თავად არ იცის რას აკეთებს.



***


უძრაობის ხანაში ყველაზე მშვიდი რიგი იდგა მავზოლეუმთან, რადგან ხალხმა იცოდა, რომ ლენინი არასდროს გამოილევა.



***


ალექსანდრე დიდი, იულიუს კეისარი და ნაპოლეონი, როგორც საპატიო სტუმრები, წითელ მოედანზე უყურებენ საბჭოთა ჯარების აღლუმს.

- ეჰ, საბჭოთა ტანკები რომ მქონოდა, - ამბობს ალექსანდრე

- უძლეველი ვიქნებოდი



***

სტალინი ბერიას ურეკავს:

- ამხანაგო ბერია! ყალიონი მაგიდაზე იდო და დაიკარგა. გთხოვთ, მიიღოთ ზომები!

გარკვეული ხნის შემდეგ სტალინი ბერიას ურეკავს:

- ამხანაგო ბერია! აღარ შეწუხდეთ, ყალიონი ვიპოვე.

- აქ სამმა უკვე აღიარა და....




***ჩერჩილი რუზველი და სტალინი დანიძლავდნენ, ვინ უფრო უყვარს ხალხს.

დაუძახეს ამერიკელს, ბრიტანელს და საბჭოთა მოქალაქეს.


ჩერჩილი ეკითხება ბრიტანელს:"შეგიძლია ჩემს გამო უფსკულში გადახტე?


-არა ბატონო პრემიერ-მინისტრო, 4 შვილი მყავს, ცოლი და მოხუცი მშობლები.


ახლა რუზველტი ეკითხება ამერიკელს იგივეს.

-არა ბატონო პრეზიდენტო, ოჯახი მყავს, მშობლები, ნათესავები.


დადგა სტალინის ჯერი, ეკითხება საბჭოთა მოქალაქეს:-გადახტები ჩემი გულისთვის?

-რა თქმა უნდა დიდო ბელადო! გთხოვთ დამრთოთ ნება გადავხტე!


სტალინი თავს დაუქნევს და ისიც გარბის უფსკულისკენ.ჩერჩილი და რუზველტი უმალ აკავებენ და ეკითხებიან: გაგიჟდი?რას შვრები?ხომ შეგიძლია უარი უთხრა!


-არა არ შემიძლია, მე ხომ ცოლი მყავს, შვილები და მოხუცი მშობლები!




***ამერიკელი: ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერს შეუძლია გამოვიდეს თეთრი სახლის წინ ვაშინგტონში და და დაიყვიროს:"რეიგანი სულელია!"და ამისთვის არავინ არაფერს არ ეტყვის.


რუსი: ჩვენც თავისუფალი ქვეყანა ვართ, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს წითელ მოედანზე მოსკოვში და დაიყვიროს:"რეიგანი სულელია!" და მასაც არავინ არაფერს არ ეტყვის.

0
337
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0