x
image
Teklamaisuraze
თუ ხარ მენეჯერი და მართავ გუნდს ეს აუცილებლად უნდა იცოდე
ადამიანური რესურსების მართვა ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია კომპანიის ან ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაში.


image


ზოგადად რა არის ადამიანური რესურსი? ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა ერთობლიობას . ადამიანებს, რომლებიც ინდივიდუალურად ან ჯგიფურად მუშაობენ სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის.

თითოეული თანამშრომელი თავისი შესაძლებლობებით მოდის. რომელშიც გაერთიანებულია მისი ცოდნა, პროფესიული გამოცდილება, პიროვნული თვისებები, იდივიდუალური მიზნები, ინტერესები და მისწრაფებები.



ამიტომ როდესაც რესურსებზე ვსაუბრობთ სწორედ ეს შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ , რომლებიც თან მოაქვს თითოეულ თანამშრომელს სამუშაო ადგილზე .

ადამიანური რესურსების მართვა კი თავის მხრივ ამ კაპიტალის სწორად წარმართვას გულისხმობს, ორგანიზაციის ინტერესების სასარგებლოდ . თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი პოტენციალი გამოავლინოს .


ადამიანური რესურსების მართვა 4 მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს :



imageთითოეულ მათგანს უფრო დაწვრილებით შემდეგ სტატიებში განვიხილავთ .

ადამიანური რესურსების მართვის ციკლის სახელმძღვანელო პრინციპები ეფუძნება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ ძირითად პრინციპებს .


დამსახურებებზე დაფუძნებული მიდგომა . - საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება თანამშრომლის კომპეტენციაზე დაყრდნობით . ( დაქირავება, ანაზღაურება, წახალისება, დაწინაურება და ა.შ. ) ორგანიზაციის წინაშე მისი დამსახურებების გათვალისწინებით .


image


სამართლიანობა - ნებისმიერი გადაწყვეტილებების მიღმა არსებობს სამართლიანი არგუმენტი და გადაწყვეტილების მიღების ობიექტური კრიტერიუმი.



დივერსიფიკაცია - კოლექტივი მრავალფეროვანია და ინკლუზიური. იგი ირეკლავს სოციუმის სურათს ეთნიკური, სოციალური, რელიგიური თუ გენდერული ფაქტორების მხრივ.


image



თანასწორობა - ყველა თანამშრომლის მიმართ ვლინდება თანაბარი მიდგომა . მიკერძოება დაუშვებელია ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის შემთხვევაშიც კი.


მიზანშეწონილობა - ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები მიიღება გააზრებულად . ღრმა ანალიზის საფუძველზე . არსებული ალტერნატივებიდან ხდება ფინანსური თუ სხვა ნიშნით ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტილებების მიღება .


image



გამჭვირვალობა- ორგანიზაცია იყენებს ღია და საჯარო მიდგომებს მართვის ყველა ფუნქციის განხორციელებისას . მართვის პროცედურები ღიად არის გაწერილი და მათი შესრულების მონიტორინგი შეუძლია შესაბამისი უფლების მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს .


საჯარო ინტერესის უზენაესობა - ორგანიზაციაში მიმდინარე ყველა პროცესი, ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე . ამავე დროს პროდუქტოულად ხდებოდეს ფინანსების გახარჯვა .




როგორია თქვენი თვითშეფასება, ამ 4 კრიტერიუმიდან

image


0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0