x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ და არ დავიღუპე სეპარატისტებთან ან ოუპანტებთან ბრძოლებში

image 15 წლის ასაკიდან ვიბრძვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, უამრავი თანამებრძოლი და მეგობარი დავკარგე ამ ბრძოლებში.


ვეკითხები საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლებას, რა საჭირო იყო ეს ბრძოლები თუ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმტაცებელი რუსეთის ოფიციალური პირების სანქცირებულ ოჯახებს აქ უპრობლემოდ შემოუშვებდნენ და თან პოლიციის სპეცრაზმებით დაიცავდნენ?


არ ჯობდა უომრად დაგვეტოვებინა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ამდენ ათას მოქალაქეს არ დავკარგავდით და ამდენი ათასი ოჯახი არ გაუბედურდებოდა.
საკუთარ თავს ვეკითხები და პასუხი ვერ ვიპოვია, იმისთვის ვიბრძოდით ან მე ან ის გულანთებული ქართველები დღეს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახს საქართველოში ქორწილი გადაეხადა ქართული პოლიციის და პოლიციის სპეცრაზმების დაცვის ქვეშ?


ბიზნესმენი არჩილ გეგენავა ვერასდროს ჩამოირეცხავს იმ სირცხვილს, რაც ლავროვის ოჯახის მასპინძლობით დდაიმსახურა.

ფული არაა ყველაფერი, ღირსებაა უპირველესი და უღირსებო ქართველებს ვხედავ მეორე დღეა, შემირცხვენია ის ქართველი მოცეკვავეები, ვინც ლავროვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს საქორწილოდ ქართულ ცეკვას ასწავლის, სირცხვილი თქვენ-არჩილ გეგენავა, სირცხვილი შსს-ს და მის დანაყოფებს, რომლებიც ამ ღონისძიებას იცავს.

საკუთარ ერთან ომი წააგო ფრანკომ, წააგო პინოჩეტმა, წააგო ჰიტლერმა, წააგებს ნებისმიერი, ვინც ოკუპანტს და სანქცირებულ პირებს უმასპინძლებს საქართველოში.

ბატონო გომელაურო, თქვენი ვალია ქვეყნის დაცვა სანქცირებული პირების აქ არდაშვების საქმეში, თქვენი ვალია ებრძოლოთ კრიმინალს რომელმაც წალეკა საქართველო, თქვენი ვალია დაიცვათ საქართველოს მოქალაქეები მცოცავი ოკუპაციისაგან, თქვენ კი მტრებს იცავთ, მოვა დრო და მოგეკითხებათ თქვენი საქციელი სამართლებრივად.

ოპოზიცია უვარგისია, პოზიცია კი რუსულ პოლიტიკას ატარებს დაუფარავად.
რა ტყუილად შევალიე საქართველოს კეთილდღეობას ახალგაზრდობის წლები, მე არ მინდა ასეთი საქართველო, მე არ მიბრძოლია ასეთი საქართველოსთვის.
საქართველო ჩემი სამშობლოა და თუ ვინმეს უყვარს უანგაროდ ეს ქვეყანა ერთერთი მეც ვარ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა რუსეთის მიერ ძებნილ ქართველ ოფიცერს ვფიქრობ რუსეთს გადამაბარებენ, შესაბამისად უკვე რეალურად ვფიქრობ საქართველოს დატოვებაზე.

ის რაც ხდება საქართველოში, სამარცხვინოა ხელისუფლებისათვის და სამარცხვინოა მრავალ ჭირგამოვლილი საქართველოსთვის.

0
180
7-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
180