x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ერთადერთი შენობა, სადაც ასასვლელი კიბე მოსახვევების გარეშე ადის ბოლო, მეცამეტე სართულამდე

image
უხსოვარი დროიდან არქიტექტურა მუდამ იხვეწებოდა და ბევრად ორიგინალური, ნატიფი ხდებოდა, ამასთან ერთად ხელოვნების ნიმუშად აღიარებდნენ ორიგინალურობის წყალობით.

სადღისოდ უნიკალური არქიტექტურით, მხოლოდ ინტერნეტის ან ტელევიზორის არმქონე ადამიანს თუ გააკვირვებ მხოლოდ, საუბარი მაქვს თანამედროვე არქიტექტურაზე, თორემ ძველი არქიტექტურის უამრავი ძეგლი დღემდე მნახველს რომ ნუსხავს თავისი ორიგინალურობით ეს ახალი არაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი არგლინგტონშია სასტუმრო, რომელიც გარეგნულად ლამაზი, მაგრამ ჩვეულებრივი არქიტექტურული შენობაა, მაგრამ მის შიგნით იმალება ორიგინალური ჩანაფიქრი, რომელიც ანცვიფრებს სასტუმროს სტუმრებს.

საქმე კი შემდეგშია, სასტუმრო რომელიც 13 სართულიანია და ლიფტებიც გააჩნია, ასევე აღჭურვილია კიბით, რომელსაც 13 სართულის სიმაღლემდე ადის, მაგრამ არცერთი მოსახვევი არ გააჩნია, კიბიდან პირდაპირ რომელიმე სართულის დერეფანში შეგიძლიათ, რომ გადაუხვიოთ.
ანუ გასაგებად რომ ვთქვა-სასტუმროს პირველი სართულიდან ბოლო სართულამდე შიგნით მიჰყვება კიბე, რომელიც სასტუმროს ბოლო სართულამდე აგიყვანთ, ამ კიბით ძირითადად სარგებლობს ის კატეგორია, რომელიც მუდმივად სიახლის ძიებაშია და ეს კიბეც მათთვის ზედგამოჭრილია მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რაც მთავარია სასტუმროს სტუმრებისთვის კიბის გადაღება ან სელფის გადაღება ამ კიბეზე ნებადართულია სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ.
imageimage

0
79
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
79