x
image
მარიამმ პაიჭაძე
„რა ბრწყინვალე მარგალიტები იზრდება ლევან ბერძენიშვილის ტვინის ნიჟარებში!.." - რას წერს სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე ლევან ბერძენიშვილი


ექსპერტი სოსო მანჯავიძე ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რა ბრწყინვალე მარგალიტები იზრდება ლევან ბერძენიშვილის ტვინის ნიჟარებში!


ბოლო მაინც ობოლი მარგალიტი იყო.



ეტყობა, კონგენიალური თანამედროვე გიგი თევზაძის შედევრალური ფრაზა, რომ ყველა ჩვენგანის წინაპარი კანიბალი იყო, გახდა მისი შთაგონების წყარო და შედევრიც იშვა.


ბრძენმა ლევანმა თქვა, რომ ადრე ხევსურები მარჯვენას იმიტომ ჭრიდნენ, რომ ეჭამათ, ხოლო ადამიანური მტრობისა და ომის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რადგან ადამიანის ხორცი ძალიან გემრიელია, შემადგენლობით ღორის ხორცს ჰგავს.


მართლაც საოცარი აღმოჩენაა!


აბა, სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მტრობას?


რატომ მტრობს ხალხი ბერძენიშვილს?


იმიტომ, რომ ხალხმა იცის მისი მაღალი საკვები ღირებულება.


რაღა ლიბერალიზმით ნასუქი ლევანი და რაღა რკოზე გაზრდილი ღორი!


და საერთოდ, ლიბერალები ყველაზე მაღალი საკვები ღირებულების ადამიანები არიან!


მათ შორის ქართველი ლიბერალები აჯიკით შეკმაზული მეგრული გოჭივით შეუდარებლები!


განსაკუთებით ალამაზებთ, როგორც გოჭს წითელი ბოლოკი, თავისი პირდაბჩენილი აუდიტორია!


განათლების სამინისტროს მოვუწოდებ გაზარდოს „ილიაუნის" დაფინანსება!


სწორედ ის არის ამგვარი ობოლი მარგალიტების მშობელი ნიჟარა, იქ იზრდებიან მომავალი ლევან ბერძენიშვილები!


მადამ პღეზიდანმა სასწრაფოდ დაჰკიდოს მას ბრწყინვალების ორდენი, რითაა დემნა გვასალიაზე ნაკლები?


და საერთოდ.


იქნებ გასინჯონ კიდეც ერთმანეთი, ნამდვილი ლიბერალი კანიბალი უნდა იყოს, წინ ფესვებისკენ!


ანშანტე!" - წერს მანჯავიძე.


სოსო მანჯავიძე სქეინი




0
225
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0