x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი ტურისტის თვალით დანახული პანსიონატები გაგრაში, რომელთა შეძენაზეც აფხაზები მოქალაქეობის არმქონე პირებს უარს ეუბნებიან
image
აფხაზეთიდან ქართველების ეთნოწმენდის შემდეგ და ქართველებთან ერთად ათეულ ათასობით სხვა ერის წარმომადგენლების გამოძევების შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული, მაგრამ აფხაზებს თითი თითზე არ დაუდიათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.



თუ პირველ ეტაპზე მასიურად მიდიოდა დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების გაყიდვა რუსეთის მოქალაქეებზე, ასევე სახელმწიფო დაქვემდებარების სანატორიუმების და პანსიონატების გაყიდვა, რუს და სომეხ ბიზნესმენებზე, სადღეისოდ ეს პროცესი შეჩერებულია.



აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებზე რაიმე ობიექტის გაყიდვა კანონითაა აკრძალული, ამასობაში კი ულამაზესი ქალაქის-გაგრის თავზე განთავსებული სანატორიუმები და პანსიონატები ნადგურდება და პარტახდება.



აფხაზები მუშაობით საბჭოთა კავშირის დროსაც არ იწუხებდნენ დიდად თავს, ვინც კი ქალაქში ცხოვრობდა ყველას გარკვეული თანამდებობა ეკავა სახელმწიფო დაწესებულებებში იყვნენ საქმის მცოდნენი თუ არა.




დღემდე არ არსებობს ოკუპირებულ აფხაზეთში მათ მიერ აშენებული საკულტო სახლი ან რაიმე ღირებულების მქონე შენობა, მესმის ბევრს გულზე მოხვდება ჩემი სტატია, მაგრამ ფაქტია-აფხაზები დიდად არ იწუხებდნენ და არც ახლა იწუხებენ თავს სახელმწიფოს მშენებლობით, მათთვის მთავარია რუსეთმა არ შეუწყვიტოს დაფინანსება.



ამასობაში კი ტყვარჩელი და ოჩამჩირე "ქალაქ მოჩვენებებადაა" ქცეული. გალელი მეგობრების თქმით ისე გაივლი მანქანით გალიდან სოხუმამდე გზას ოჩამჩირის რაიონში და ქალაქ ოჩამჩირეში ადამიანს ვერ შეხვდები.



გთავაზობთ რუსი ტურისტის შტაბეჭდილებებს გაგრის შემოგარენში არსებულ სანახევროდ დანგრეულ ვილებზე, სანატორიუმებზე და პანსიონატებზე.



"აფხაზეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თუ ყველაზე გამორჩეული არა, ერთერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი იყო თავისი კლიმატით და გამაჯანსაღებელი ბუნებით.


განსაკუთრებით გაგრა და გუკირიფში გამოირჩეოდა ამ მხრივ და ამის დასტური იყო უამრავი ტურბაზა, სანატორიუმი თუ პანსიონატი ამ ქალაქების შემოგარენში, საიდანაც ზღვის საოცარი ხედები იშლებოდა, ჰაერი კი ისეთი იყო ადამიანს გეგონებოდა აი ახლა შევეხები ხელითო. ყოველივე ზემოთქმული გაცამტვერდა აფხაზეთში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, დაპირისპირებული მხარეები იყენებდა მძიმე არტილერიას, ნაღმსატყორცნებს, მძიმე ტექნიკას და ავიაციას რითაც იბომბებოდა ეს მშვენიერი კუთხე, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას-ქართულ მხარეს ახალი ათონი და გუდაუთა არასდროს დაუბომბავს და შესაბამისად კერძო სექორი და სახელმწიფო ობიექტები არ დაზიანებულა, როცა გაგრა და სოხუმი ქართველების გასაძევებლად ყველა სახის იარაღით უმოწყალოდ ნადგურდებოდა (საინტერესო შეფასებაა რუსი ეროვნების ადამიანისგან აფხაზეთში განვითარებული მოვლენები).


გადავწყვიტე აფხაზეთში ჩასვლა ტურისტად, ამასთან ერთად გადავწყვიტე მომეძებნა ობიექტი ზღვის ხედებით, სადაც ინვესტიციას ჩავდებდი, ობიექტის სრული რესტავრაციის შედეგ კი მეც მექნებოდა შემოსავალი და აფხაზეთის ბიუჯეტსაც გადასახადის გადახდის გამო.


თუმცა, როგორც აღმოჩნდა აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებზე ობიექტების გადაცემა აკრძალულია თუ ის კერძო პირია და არა ოფიციალური რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.



როცა აფხაზებს შევთავაზე ერთერთი ყოფილი პანსიონატის ყიდვა ან გრძელვადიანი იჯარით აღება, თან ობიექტის სრული რესტავრაცია, აფხაზებმა პირველი რაც მკითხეს ეს იყო: ჩვენ რას მივიღებთ აქედან?



მე ვუპასუხე, რომ ჩემი დაფინანსებით მოხდებოდა ობიექტის სრული რესტავრაცია და მისი ამოქმედების დღიდან აფხაზეთის ბიუჯეტში კანონით გათვალისწინებული ოდენობის გადასახადს შევიტანდი. ამაზე აფხაზებს გაეცინათ და უარის ნიშნად თავი გაიქნიეს.



გაგრაში თუ კერძო სექტორი ასე თუ ისე შენდება და ლამაზდება, მიტოვებული სახელმწიფო ობიექტები ნადგურდება, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც ადგილობრივმა სომეხმა ბიზნესმენებმა ან ოფიციალურმა რუსეთმა შეიძინა.



გულსაკლავი სანახაობა დამხვდა იმ ობიექტებში რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს დამსვენებლებით იყო სავსე და მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ადამიანები ჯანმრთელობას იუმჯობესებდნენ.
უამრავი შენობაა რომელთა აღდგენა სრულყოფილად ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ რუსულ დაფინანსებაზე მყოფი აფხაზებისათვის ეს შენობები არაფრისმომცემია და ზედაც არავინ უყურებს, მით უფრო როცა მათი კანონი კრძალავს აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის ან ობიექტის გასხვისებას".



წარმოგიდგენთ რუსი ტურისტის მიერ გადაღებულ სურათებს გაგრის სანატორიუმებში და პანსიონატებში, სადაც ყველაფერი განადგურების გზაზეა და მშველელიც არავინაა, იქნებ დევნილების დაბრუნებას ელოდებიან იმ იმედით, რომ მათი ხელები მათ ისევ დაუბრუნებს ახალ სიცოცხლეს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
136
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
136