x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გასულ ზამთარს სანქციებისგან უფრო მეტი ევროპელი დაიღუპა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისგან
image

The Economist: ზამთარში ანტირუსული სანქციებიდან გამომდინარე 68 000 ევროპელი დაიღუპა ენერგორესურსების გაძვირების გამო.


ბრიტანული ჟურნალი Economist წერს, რომ „ენერგეტიკული“ ჭირი ევროპას უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე კორონავირუსი.


პუბლიკაციის ავტორების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე 149 ათასი სიკვდილი დაფიქსირდა ევროპის 28 ქვეყანაში - ეს ჩვეულებრივზე 7, 8%-ით მეტია.



შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფაქტორები, როგორიცაა კოროვირუსული პანდემიის შედეგები ან მკაცრი ზამთარი, გავლენას ახდენდა სიკვდილიანობაზე. მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ ზუსტად ამ პერიოდში COVID-19-მა დაკარგა ძალა, უკან დაიხია და მისგან სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზამთარის განმავლობაში 60 ათასი ადამიანი გახდა კორონავირუსის მსხვერპლი. რაც შეეხება ცივ ამინდებს, გასული ზამთარი 2015-2019 წლების ზამთრებთან შედარებით თბილი და რბილი აღმოჩნდა.


სტატისტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ ჭარბი სიკვდილიანობა იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც საწვავის ფასმა ყველაზე მეტად მოიმატა. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ელექტროენერგიის ფასი გასულ ზამთარში 2020 წლის დონეზე რომ ყოფილიყო, ევროპაში 68 000-ით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა.


ამავდროულად, ევროპის ქვეყნებში სიკვდილიანობა შეიძლება უფრო მაღალი ყოფილიყო, თუ სახელმწიფოების მთავრობები არ ჩაერეოდნენ ენერგეტიკული ბაზრის მართვაში. 23 ქვეყანაში შემოღებულმა სუბსიდიებმა 26600 სიცოცხლე გადაარჩინა, თვლიან პუბლიკაციის ავტორები.


აღსანიშნავია, ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასები გასულ წელს რეკორდულ დონემდე გაიზარდა. ევროკავშირის არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, გამოიწვია, ის რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობამ შედარებით იაფი რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვიდან გადაინაცვლა იმავე რესურსების აშშ-დან ან ახლო აღმოსავლეთიდან შეძენაზე, რომელიც 2-3-ჯერ ძვირი ღირს. გამოდის, რომ ევროკავშირმა თავად დასაჯა საკუთარი მოსახლეობა .

5
104
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
ანუ გამოდის,რომ ქოცეთი მართალი ყოფილა,როცა ღარიბაშვილი ამბობდა,"ჩვენს თავს სანქციებს არ დავუწესებთო"? მალადეც ანტუნი,მეტი არ იქნას ეს შენი მოფიქრებული იყოს,მარა შესრულება ხო უნდოდა.
2023, 19 მაისი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5