x
image
ზანგო
"ქართული ოცნება" ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობას დღეს დაიწყებს

"ქართული ოცნება" ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობას დღეს დაიწყებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"ამაზე ფიქრი დღეს, 10:00 საათიდან დაიწყებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ამ წუთებში აქვს. ამიტომ დაიწყება 11:00 საათზე"-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე კოალიციაში ნაფიქრი აქვთ, თუმცა საჯარო მსჯელობა არ ყოფილა.
"კოალიციის პირველხარისხოვანი ამოცანა არის მთავრობის დალაგება", -განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ახალი მთავრობის ფორმირების დროს ხელისუფლებასთან არავითარი კულუარული გარიგება არ იქნება. image

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0