x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
"ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ" - თამუნა მუსერიძე

imageჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ჯგუფ „ვეძებ“-ს დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ძიძის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი მტკიცებით ბავშვებს ამერიკაში ყიდდა. თამუნა აღნიშნავს, რომ მას დაუკავშირდა 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა, ახლა კი ფოტოზე აღბეჭდილ ქალს ეძებენ:


"დღეს დილით ჯგუფს ვეძებ (vedzeb) 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა დაუკავშირდა. ეს გოგონა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ოჯახი ვიპოვეთ და ეხლა ამ ქალბატონს ვეძებთ.
ფოტოზე აღბეჭდილია ნინო მგალობლიშვილი. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ. თუ ვინმე იცნობთ ამ ქალბატონს, ძალიან გთხოვთ დამაკავშირეთ"-წერს თამუნა მუსერიძე.

ამის გარდა თამუნა მუსერიძე ჯგუფში "ვეძებ" აზიარებს ვიდეოს და აღნიშნავს, რომ გლდანში მდებარე ამ კორპუსიდან ყიდდნენ მეხუთე სამშობიაროდან მოპარული ჩვილებს:


"თუ ომია, ომი იყოს. გლდანის მეშვიდე მიკროდან მერვეში რომ გადადიხარ, დგას ეს კორპუსი. ამ კორპუსიდან იყიდებოდნენ მეხუთე სამშობიაროდან მოპარული ჩვილები. თუ აქ მაცხოვრებლები ხართ ჯგუფში, აუცილებლად შეგვეხმიანეთ"...


1
69
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
2023, 6 მაისი, 19:59
სიტყვებს ვერ ვპოულობ
0 1 1