x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508619
როგორ დაეხმარა პატარა ამერიკულ ქალაქს საბჭოთა კავშირის ხსენება ხიდის აშენებაში
image

დასავლეთ ვირჯინიაში არის ქალაქი ვულკანი, რომელიც მეზობელ შტატს კენტუკის, ესაზღვრება. ვულკანი ოდესღაც მეშახტეთა აყვავებული დასახლება იყო, მაგრამ 1960-იანი წლებისთვის რესურსები ამოიწურა და ქალაქშიდაც ნელნელა ცხოვრება ჩაკვდა. მაგრამ მაინც, ქალაქის მაცხოვრებლთა უმეტესობა იქ დარჩა და ბავშვებმა განაგრძეს სკოლაში სიარული, მაგრამ არა ვულკანში, რადგან იქ სკოლა არ ჰქონდათ, არამედ მეზობელ კენტუკის შტატში.


ამისათვის ბავშვებს ყოველდღე უწევდათ მეზობელ შტატში მდინარე ბიგ-სენდის დაკიდულ ხიდზე გადასვლა, სასკოლო ავტობუსში ჩაჯდომა და სასწავლო დაწესებულებამდე მისვლა.

1975 წელს ხიდი ჩამოინგრა და ბავშვებს შემოვლით, ხრეშიან გზაზე უწევდათ კენტუკიში ფეხით სიარული .


თუმცა, გზა რომელიც რკინიგზის კომპანიას ეკუთვნოდა მალევე გადაკეტეს. ოფიციალური განმარტება ასეთი იყო: „გზა სახიფათოა გამოსაყენებლად“.

image

ადგილობრივებმა დასავლეთ ვირჯინიის მთავრობას მიმართეს და ხიდის აშენება ითხოვეს. საპასუხოდ მათ უარი მიიღეს ფორმულირებით - ქალაქი სანახევროდ მიტოვებული და დაცარიელებულია, ახალ ხიდს პრაქტიკულად არავინ გამოიყენებს. უაზრო ფულის ფლანგვა. ამ პერიოდში ქალაქში 50 ოჯახი ცხოვრობდა და თითქმის ყველას ჰყავდა ბავშვები, რომლებსაც როგორმე უნდა ევლოთ სკოლაში.


ადგილობრივმა აქტივისტმა ჯონ რობინეტმა(ან საიდან მოაფიქრდა) წერილი მისწერა საბჭოთა საელჩოს ვაშინგტონში და გდრ-ის მთავრობას. მან აღწერა ქალაქის გაჭირვება, ამერიკის ხელისუფლების გულგრილობა და სთხოვა საწინააღღმდეგო იდეოლოგიის ქვეყნებს დაფინანსება.


ოფიციალურად, სასოწარკვეთილი ამერიკელის წერილზე სსრკ-ს და გდრ-ს არავითარი რეაქცია არ მოუხდენია. მაგრამ ჟურნალისტმა ნიუ-იორკიდან, იონა ანდრონოვმა, "შემთხვევით" შეიტყო მის შესახებ და უმალ ჩავიდა ქალაქში, რათა გასაუბრებოდა ადგილობრივებს და დაეწერა გამანადგურებელი სტატია, რომელმაც ბომბის აფეთქების ტოლფასი იყო.


ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ამერიკის მთავრობა ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს შეიარაღებაში და სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებში მთელ მსოფლიოში და ამ დროს ვერ გამონახა თანხა თავისი მოქალაქეებისთვის, რომ პატარა ხიდი აუშენოს და ამ დროს სასწორაკვეთილი ადგილობრივები იძულებულები არიან დაპირისპირებული ბანაკის ქვეყნებს მიმართოს დახმარებისათვის.


არა ადგილობრივმა, არამედ ფედერალურმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოყო ბიუჯეტიდან 1, 3 მილიონი დოლარი - ორი წლის შემდეგ ხიდი საზეიმოდ გაიხსნა.


მაგრამ ცერემონიაზე სსრკ-ს წარმომადგენლები არ იყვნენ - როგორც ჩანს, უხერხული იყო მათი მოწვევა.

image

0
174
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0