x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"უხამსობის" მწვერვალი: წარსულის 10 თამამი ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

image


ისტორიულ ფოტოებზე როგორც წესი, აღბეჭდილია შორეული წარსული, სამყაროს სრულიად განსხვავებული მხარე, რომელსაც ბევრი რეალურად არც კი იცნობს და რომლის გამოც მცდარი სტერეოტიპები ყალიბდება. მაგალითად, არსებობს არასწორი შეხედულება რომ მე-20 საუკუნეში ცხოვრება მკაცრი და პირქუში იყო, რომ თითქოს ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი, რეალურად კი, ნებისმიერ დროს იყო სივრცე თავისუფლებისთვის, ცელქობისთვისა და პროვოკაციებისთვის. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე არაერთგვაროვან ფოტოებს, რომლებზეც მშვენიერი ქალბატონები იმას აკეთებენ, რაც სურთ.


image


ახალგაზრდა ბრიჯიტ ბარდო კანის კინოფესტივალზე 1956 წელი



image


მსახიობი გლორია ტოლბოტი კოსმოსის შესახებ ფილმის გადასაღებ მოედანზე. ვერაფერს იტყვი, ადრე ზოგიერთი ლამაზმანი საკმაოდ სპეციფიკური გემოვნებით გამოირჩეოდა


image


1949 წელს გაყიდვაში მისაკრავი ბიუსტჰალტერები გამოჩნდა. თითოეული ფიალა მკერდზე თასმების გარეშე მაგრდებოდა, რაც ქალბატონებს მეტ თავისუფლებასა და კომფორტს უქმინდა, თუმცა მიუხედავად ამისა საცვლების ეს ფორმა მაინც ვერ დამკვიდრდა - მისაკრავი ბიუსტჰალტერები როგორც წესი, მხოლოდ ღია სამოსის შემთხვევაში გამოიყენება


image


არაერთგვაროვანი შინაარსის ვინტაჟურ ღია ბარათებზე მოდელები ყოველთვის მაღალყელიან წინდებში იყვნენ აღბეჭდილნი. XIX-XX საუკუნეებში ქალის გარდერობის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი - კოლგოტი სექსუალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა.



image


მსოფლიოში ბევრი ლამაზი და ნიჭიერი ქალი იყო და არის, თუმცა ცოტას თუ შეუძლია მერლინ მონროს შეედაროს, მისი სახელი არასოდეს იქნება მივიწყებული და ის მომავალ თაობებს ყოველთვის ემახსოვრება



image



1940-იან წლებში მილფორდის რესპუბლიკური კლუბის ქალბატონები მამაკაცებისთვის განკუთვნილ გართობის ერთ - ერთ სახეობას "ეზიარებიან", რიგში პირველი სტრიპტიზი აღმოჩნდა


image



გერმანელმა მოდელმა და მსახიობმა ჰელგა კინემ 1970 წლის იანვარში თავისი ძალიან თამამი "ლუქით" ყველა შოკში ჩააგდო. ასე გამოჩენას დღესაც კი ალბათ, ბევრი ვერ გარისკავდა


image


გოგონებს ყოველთვის მოსწონდათ საცურაო კოსტიუმებში პოზირება. წარსულშიც არსებობდნენ ისეთი თამამი ლამაზმანები, რომლებიც არსებულ სტერეოტიპებს ანგრევდნენ და ისე იქცეოდნენ როგორც თავად თვლიდნენ საჭიროდ, აი, მაგალითად, როგორც ეს გოგონები, მათ სხვისი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ



image

იყო დრო, როცა ბორტგამცილებლებს მოკლე კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ. მართალია, ეს ძალიან არაკომფორტული კი იყო, თუმცა მხოლოდ შეხედეთ რა ლამაზია


image


"Yves Saint Laurent"-ის საქორწინო ბიკინი, 1968 წელი







0
473
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
473