x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
"ახლა ვხვდები, რა დამღუპველი როლი ითავეს ფსევდო-ლიბერალებმა! შეაძულეს ხალხს ევროპაც, ნატოც და ყველაფერი რაც დასავლეთს უკავშირდება" - ლალი მოროშკინა

image

"საოცარ ისტორიას მოგიყვებით.
ყოველ ზაფხულს, ჩემს სოჩელ ბებია ნანას სამი თვით პოლონეთში მივყავდი.
შემდეგ ისინი ჩამოდიოდნენ და ინათლებოდნენ ჩვენთან.
დიდი სიტკბო და სითბო ტრიალებდა...
ერთ ჩამოსვლაზე უზარმაზარი 100 გრამიანი, ფილიგრანული ნამუშევარი ოქროს სამაჯური ჩამოგვიტანა ბებიის მეგობარმა ანჟეიმ და გვთხოვა გაგვეყიდა, რადგან ბინას ყიდულობდა ვარშავაში და ფული აკლდებოდა.
წავიდა თუ არა, პოლონეთი აირია. 1981-1983 წელს სამთავრობო გადატრიალება მოხდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა.
შეწყდა მიმოსვლა.
რამოდენიმე წელი პოლონეთი საერთოდ ჩაიკეტა ტურიზმისთვის.
სამაჯური სახლში, თბილისში სათუთად ინახებოდა.
საზღვრები იმ პერიოდში მკაცრად კონტროლდებოდა. ვისაც ახსოვს 80-იანები, პატარა ბეჭედიც კი დეკლარაციაში უნდა შეგეტანა.წაღების შანსი ნულის ტოლი იყო.
ნანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა პოლონელებს უჭირთ და ეს ძვირიანი ნივთი უნდა რამენაირად ჩაიტანოს ვარშავაში.
მოკლედ, აიღო მატარებლის ბილეთი მოსკოვი- ბერლინი. დაურეკა ანჟეის, ვარშავაში გაჩერება გვაქვს სამწუთიანი ღვინო და ხილის კალათი მომაქვს საქართველოდან და დამხვდიო.
ეს სცენა არასოდეს დამავიწყდება, ანჟეის გაკვირვებული სახე, ცრემლები და ჩახუტება....
მე მხოლოდ მერე მითხრა, როცა მატარებელი დაიძრა, რისთვის მაჩაქჩაქა ორი დღე მატარებელში, რა იდო კალათში და რომ ახლა ანჟეი ნანატრ ბინას იყიდის...
ხოდა რატომ მოვყევი ეს...
ასეთი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს ევროპასთან და ევროპელებთან.
ახლა ვხვდები, რა დამღუპველი როლი ითავეს ფსევდო-ლიბერალებმა!
როგორ შეაძულეს ხალხს ევროპაც, ნატოც და ყველაფერი რაც დასავლეთს უკავშირდება.
არადა, ჩვენ 60-70-იანების თაობის ერთადერთი მისწრაფება ევროპა იყო! ამიტომ ვებრძოდით საბჭოთა კავშირს, კომუნისტურ რეჟიმს, ყველაფერს რაც სსრკ-სთან ასოცირდებოდა.
მაგალითად მოგვყავდა 37-ში დახვრეტილები და გადასახლებულები, მალულად ვკითხულობდით პასტერნაკის "ექიმ ჟივაგოს" და სოლჟენიცინის
"არქიპელაგ გულაგს".
ფურცელ-ფურცელ გადაბეჭდილ ედუარდ ლიმონივის
" საწოლში რუსეთთან".
ვწვავდით პიონერის ყელსახვევებს, გვაგდებდნენ სკოლებიდან, კისრიდან გვაგლეჯდნენ ჯვრებს... შემდეგ კი ჰოი საოცრებავ, ვინც გამაგდო პირველი ექსპერიმენტულიდან ანტიკომუნისტური საქმიანობისთვის, დღეს
საპატრიარქოს ჟამთაღმრიცხველია.
ვაპატიებ?
-თუ მოინანიებს საჯაროდ!
თუმცა, ეს პოსტი ჩემზე არაა.
ჩვენ, მთელ თაობას გულით გვინდოდა ევროპელობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
მე მიყვარს და ვერავინ შემაძულებს იმ ევროპას, რომელშიც
მე და ჩემმა ძმამ ბავშვობა გავატარეთ, ჩვენს იქაურ ოჯახებთან ახლაც ყველაზე თბილი დამოკიდებულება გვაქვს.
ჩემი გულის პატარა ნაკუწი გერმანიაში და საფრანგეთში ფეთქავს.
არავის ავარევინებ არც საქართველოს და არც ჩემს საუკეთესო ევროპულ ბავშვობას!"-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.
0
372
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0