x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ადამიანი–ჩრდილები

image


ალბერტ აინშტაინის მტკიცებით, ჩვენს რეალობაში სულ 4 განზომილება არსებობს: 3 სივრცითი კოორდინატი და დრო. ხოლო, სტივენ ჰოკინგმა ეს თეორია განავრცო და კითხვა დასვა: შეიძლება, რომ სამყაროში სხვა განზომილებებიც არსებობდეს?

კვლევის თანახმად, მეცნიერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მატერია და სინათლე განზომილების «მემბრანაზეა» მიბმული და ამიტომ, განზომილებათა შორის მოგზაურობა შეუძლებელია. თუმცა, რადგან სივრცე და დრო გრავიტაციული ლინზებივით მუშაობას, ჩვენ ხანდახან, სხვა განზომილებაში მყოფი ადამიანების ჩრდილების დანახვა შეგვიძლია, რადგან ისინი ჩვენს განზომილებაში აირეკლებიან.

არსებები, რომლებიც, ასე, თუ ისე, ადამიან–ჩრდილებს გვაგონებენ, სხვადასხვა ხალხების მითებში და ლეგენდებში გვხვდება. თუმცა, ტერმინის – «ადამიანი–ჩრდილის» პოპულარიზაცია, მისი თანამედროვე გაგებით, ამ საუკუნის დასაწყისში, აშშ-ში მას შემდეგ მოხდა, რაც 2001 წლის 12 აპრილის, ადგილობრივი რადიოს «Coast to Coast AM» გადაცემაში, ინდიელების ბელადთან ინტერვიუს შემდეგ, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა, წამყვანმა მსმენელს რედაქციაში ადამიანი–ჩრდილების ნახატების გაგზავნა შესთავაზა, თუ მათ ცხოვრებაში, მსგავს ისტორიას ადგილი ჰქონდა... და ამ თხოვნამ მოულოდნელი აჟიოტაჟი გამოიწვია, – მას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგიერთი ნამუშევარი, მოგვიანებით, რადიოს პერსონალურ საიტზეც გამოქვეყნდა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტივენ ჰოკინგი მართალი იყო, «ადამიანი–ჩრდილები» არსებობენ და ჩვენ მათი დანახვა შეგვიძლია.

ასე, რომ, თუ შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ თქვენი ჩრდილის გარდა, სხვა ადამიანის ჩრდილიც ირეკლება, რომელიც რეალურად იქ არ არსებობს, ნუ შეგეშინდებათ, – ეს, უბრალოდ, ჩრდილია...


P. S. მეცნიერები თვლიან, რომ პარალელური სამყაროები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამის შემოწმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ფიზიკოსმა ბრიანა სმარტმა The Conversation–ის გამომცემლობისთვის სტატია დაწერა, რომელშიც პარალელურ სამყაროებზე და დედამიწის ორეულის შესაძლო არსებობის შესახებ, ყველაზე პოპულარული თეორიები განიხილა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* The Beatles–ს ალბომი პარალელური სამყაროდან (შეგიძლიათ მოუსმინოთ). ადგილი, სადაც ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია

* მისტიკური ისტორიები, რომელიც რეალურად მოხდა (II ნაწილი)

* ყალბი ამბები ჩვენი ისტორიული წარსულიდან



0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0