x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
პატარა ბიჭმა დედის მეგობარი მამაკაცი, რომელიც სასულიერო პირი აღმოჩნდა სავალალო და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა

image
ხშირად ხდება კურიოზული სიტუაციები, რასაც ხშირად შცვლილი სახით სთავაზობენ მკითხველს ანეგდოტების კრებულის ან ცალკე აღებული მცირე ანეგდოტის სახით.
ამჯერად საუბარი გვექნება სახალისო სიტუაციაზე, რომელიც გადახდა კათოლიკე მღვდელს (წყარო ასე უთითებს და არც მე შემიცვლია) მეგობარ ქალთან ვიზიტებისას.

ბატარა ბიჭმა შეიხედა ოთახში, სადაც დედამისი საყვარელს ღებულობდა როცა მამა მივლინებაში იყო.
პატარა ბიჭი ტნსაცმლის კარადაში შეძვრა და იქიდან აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას, რადგან რამდენიმე წუთის წინ მამამ დაურეკა და უთხრა, რომ ბრუნდებოდა და მისთვის საჩუქარი მოჰქონდა.
ბიჭუნა კარადაში შეძვრა და კარებზე ზარის ხმაც გაისმა, ქალი წამოხტა და სასწრაფოდ ხალათი მოისხა, მეგობარ მამაკაცს კი კარადაში დამალვა ურჩია, თან არ იცოდა, რომ იქ მისი ბავშვი იმალებოდა.
-ბიჭი: ბნელა აქ.
-მამაკაცი: კი, ბნელა.
-მე მაქვს ფეხბურთის ბურთი.
-ეს ძალიან კარგია.
-თქვენ არ გინდათ მისი ყიდვა?
-არა, მადლობა.
-კარგი, მაშინ მე გავალ და მამას ვეტყვი, რომ აქ უცხო მამაკაცია.
-კარგი, კარგი. რას აფასებ ბურთს?
-250 დოლარად ვყიდი.
-მამაკაცი იღებს ფულს და აძლევს ბიჭს.

გადის რამდენიმე კვირა, ოჯახის უფროსი ისევ მივლინებაშია და ოჯახში ისევ მოდის დიასახლისის მეგობარი მამაკაცი.
ბიჭუნა ისევ კარადაში იმალება, რადგან მამამ დაურეკა რომ დროზე ადრე ბრუნდება მივლინებიდან და მისთვის საჩუქარიც მოაქვს.
ერთი სიტყვით უცნობ მამაკაცს ისევ კარადაში უწევს დამალვა.

-ბიჭი: ბნელა აქ.
-მამაკაცი: კი, ბნელა.
-მე სპორტული ფეხსაცმელი მაქვს.
-მამაკაცს ახსოვს მწარე გამოცდილება და პირდაპირ ფასს ეკითხება.
-ბიჭი: 750 დოლარად ვყიდი.
-კარგი, აიღე ფული.

რამდენიმე დღის შემდეგ მამა შვილს სთავაზობს ფეხბურთის თამაშს.
-ბიჭი: მე არ შემიძლია, რადგან ბურთი და სპორტული ფესაცმელები გავყიდე.
-რამდენად გაყიდე?
-1000 დოლარად.
-მაგრამ ეს ხომ ბევრად ძვირია, ვიდრე ისინი რეალურად ღირდა?!
შვილო, ეს ცოდვაა და შენ ახლა წახვალ ეკლესიაში და მოინანიებ ცოდვას.

ბიჭი შედის მღვდელთან, ხურავს კარებს და ამბობს: ბნელა აქ.
მღვდელი ლამისაა ჭკუიდან გადავიდეს, ისეთ დღეშია: ახლა რაღას ყიდი შე ყურუმსაღო?!



0
260
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
260