x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ის უარყოფდა 3518 ადამიანის დახოცვაში მონაწილეობას, კამერების წინ კი სახეს საქაღალდით იფარავდა


ნაცისტი იოზეფ შიუტცი, გერმანულ მედიაში ცნობილი, როგორც Josef S, საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი იყო და 1942-1945 წლებში 3518 ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობდა.



image



საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო დატყვევებული, მათ შორის პოლიტ-პატიმრები, ებრაელები და ბოშები. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ შიმშილის, იძულებითი შრომის, სამედიცინო ექსპერიმენტებისა და SS-ის მიერ მკვლელობებისგან დაიღუპნენ.




SS (Schutzstaffel, ანუ დაცვის რაზმები) თავდაპირველად შეიქმნა,

image

როგორც ადოლფ ჰიტლერის პირადი
დაცვის
დანაყოფი. მოგვიანებით ის გახდა ნაცისტური რაიხის ელიტური მცველების ჯგუფი და ასევე ჰიტლერის აღმასრულებელი ძალა, რომელიც მზად იყო შეესრულებინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მოვალეობა, კანონიერი შეზღუდვის გარეშე. ამ რაზმებმა გაანადგურეს 6 მილიონამდე ებრაელი და მილიონობით სხვა უდანაშაულო ადამიანი.




მიუხედავად მისი სახელისა და დაბადების დეტალებისა, რომლებიც SS-ის მცველის დოკუმენტებზე იყო ნაპოვნი, შიუტცი ყოველთვის უარყოფდა SS-ს ბანაკის მცველობას და ამტკიცებდა, რომ ფერმაში მუშად მუშაობდა.




მას ჰოლოკოსტში მონაწილეობის გამო ბრალი სულ რაღაც ორი წლის წინ - 2021 წლის 7 ოქტმომბერს წაუყენეს, 2022 წლის ივნისში კი, 101 წლის ასაკში 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.



შიუტცმა განაჩენი გაასაჩივრა და თავისი ასაკის გამო ციხეში არასოდეს ყოფილა.




შიუტცი, ასევე დამნაშავედ ცნეს საბჭოთა სამხედრო ტყვეების დახვრეტაში თანამონაწილედ და პატიმრების Zyklon B გაზით დახოცვაში.



იოზეფ შიუტცი

2022 წლის 28 ივნისს, როდესაც ის სასამართლოში ინვალიდის ეტლით მივიდა, ვერდიქტის მოსასმენად, მან სახეზე საქაღალდე აიფარა, რადგან მედიას არ გადაეღო.
ფოტო: Getty Images




თავის სასამართლო პროცესებზე შიუტცს ერთხელაც არ გამოუთქვამს სინანული ჩადენილის გამო.

მან გერმანიის სასამართლოს უთხრა: "არ ვიცი, რატომ ვზივარ აქ, მე ნამდვილად არაფერი მქონია ამ ყველაფერთან საერთო".


imageპატიმრები საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, გერმანია, 1938 წლის 19 დეკემბერი

ფოტო ვიკიპედიიდან


საქმის პროკურორების მტკიცებით შიუტცი "შეგნებულად და ნებით" იღებდა მონაწილეობას საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების ხოცვაში.



იოზეფ შიუტცი ორი კვირის წინ, 13 აპრილს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ჰოლოკოსტის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული.










4
251
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
251
  
2023, 4 მაისი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 აპრილი, 22:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4