x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნატალია ჰიტლერს არ გაუმართლა გვარში, მაგრამ წარმატებული და მომხიბვლელი ქალია
image
ნატალიას გვარში აშკარად არ გაუმართლა, მაგრამ მოგეხსენებათ მსობლებს და გვარს არ ირჩევენ და გოგონაც ატარებს მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორის გვარს, ნატალია გვარად ჰიტლერია, თუმცა მას არანაირი ნათესაური კავშირი არ აკავშირებს ადოლფ ჰიტლერთან.



ბრაზილია ფეხბურთის სამშობლო არაა, მაგრამ აქ ქალიც, კაციც და ბავშვებიც კი ფეხბურთით ცხოვრობენ და სუნთქავენ ასე ვთქვათ.


ნატალიაც არაა ამ მხრივ გამონაკლისი, ეს მომხიბვლელი და ჭკვიანი გოგონა, ნატალია დაკავებულია "ტეკბოლით" ანუ გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ფეხბურთის და მაგიდის ჩოგგბურთის ნაზავით შექმნილი სპორტის ახალი სახეობით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული.


ნატალია ფანტასტიურად ფლობს ყველა ილეთს რომელიც ბურთის ფლობას უკავშირდება და აქედან გამომდინარე ძალიან პოპულარულია ბრაზილიაში.

image
ნატალია ჰიტლერი დაიბადა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში 1987 წელს, სადაც წლების წინ მისი ოჯახი გადმოსახლდა არგენტინიდან.



სწორედ არგენტინიდან მათმა გადმოსახლებამ გამოიწვია ჭორის გავრცელება თითქოს ნატალიას ოჯახი ჰიტლერის ნათესავები იყვნენ. მოგეხსენებათ ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების გარკვეულმა ნაწილმა ომის შემდეგ გაქცევა მოახერხა და არგენტინას შეაფარა თავი, მაგრამ არანაირი მტკიცებულება იმისა რომ ნატალია ჰიტლერის წინაპრები ადოლფ ჰიტლერის ნათესავები იყვნენ ვერავინ ვერ მოიპოვა და ჭორი ჭორადვე დარჩა და მალე დავიწყებასაც მიეცა.

ნატალია უმაღლესი განათლებითაა, ფილოლოგი ნატალია იდეალურად ფლობს ესპანურ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებს.


ნატალია პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მან "ინსტაგრამზე" დაიწყო მცირე მოცულობის ვიდოების გამოქვეყნება, სადაც ის ვირტუოზულად თამაშობს ბურთით. ნატალიას მიერ ატვირთული ვიდეოს ნახვის შემდეგ გოგონას ბურთის ბლობამ ისე აღაფრთხოვანა ცნობილი ბრაზილიელი ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები, რომ ბევრმ პირადად გაიცნო ის.


ნატალიას მეგობრებად ითვლებიან ისეთი ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელები, როგორიც არიან რონალდინიო და ნეიმარი.

imageimage
მართალია ნატალია უკვე არც თინეიჯერია და არც მთლად ახალგაზრდა, მაგრამ მას იდეალური სხეული აძლევს იმის "ფუფუნებას" ბურთით ითამაშოს ბიკინებით და ხშირად ატვირთოს სურათების თავის გვერდზემ სხვადასხვა ფერის და დიზაინის ბიკინებში გამოწყობილმა.
imageimageimageimageimageimage












0
262
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
262