x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე უცნაური რეკორდი გინესის წიგნიდან
გინესის წიგნში ტრადიციულის გარდა ათეულობით უცნაურზე უცნაურ რეკორდს შეხვდებით და მათ შორის საკმაოდ ძნელია აარჩიო ყველაზე გიჟური, თუმცა მაინც შევეცადე წარმომედგინა ზოგიერთი მათგანი




1)2012 წლის 28 სექტემბერს, ავსტრალიელმა ზოი ლ'ამორმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი-ენაზე ერთ წუთში, ერთამანეთის მიყოლებით დაიკრა 24 ცალი თაგვის ხაფანგი, 2022 წელს ავსტრალიელმა ქალმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა:32-ჯერ შეაჩერა ვენტილატორის პროპელერი ენით.

image


2)2009 წელს ამერიკელმა პოლ ლედეიმ ყურძნის მარცვალი პირით 108 მეტრის მანძილიდან დაიჭირა.



image

3)ავსტრალიელი ლეს სტიუარტი ქალაქ მუჯიმბადან, "მილიონერი" გახდა საბეჭდ მანქანაზე 16 წლიანი მუშაობის შემდეგ. 1998 წლის 25 ნოემბერს მან საბეჭდ მანქანაზე აკრიფა ყველა რიცხვი 1-დან 1 000 000-მდე - მაგრამ არა ციფრებით, არამედ სიტყვებით. სტიუარტმა ამაზე მუშაობა 1982 წელს დაიწყო, როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა. 16 წლის განმავლობაში მან გამოიცვალა 7 საბეჭდი მანქანა, შეცვალა მათში 1000 -ზე მეტი ლენტი და გამოიყენა 19990 ფურცელი.

image


4) 2020 წელს ჩინელმა ვანგ ლეიმ ერთ წუთში 25 ვაშლი გადაჭრა ბენზოხერხით, რომელიც თავის პარტნიორს ვანგ სინლის პირში ედო. დიახ, ესეც ასევე გინესის მიერ აღიარებული მსოფლიო რეკორდია.

image


5)ეს რეკორდი დაამყარა 2505 შიშველმა ქალმა, რომლებმაც დედიშობილამ გაცურეს ჩრდილო ატლანტიკის ყინულოვან წყლებში ირლანდიის ვიკლოუს სანაპიროსთან. ღონისძიება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის თანხის შეგროვების, ასევე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა.

image

2
395
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
395
  
2023, 28 აპრილი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2