x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მას შემდეგ რაც სანქციების გამო რუსეთი დატოვეს ცნობილმა ბრენდებმა რუსულ ბაზარზე ირანული მანქანა გამოჩნდა გაყიდვაში

image
მას შემდეგ რაც რუსეთს, როგორც აგრესორ სახელმწიფოს დაუწესდა წარმოუდგენლად მოცულობითი სანქციები, რუსეთი დატოვა საავტომობილო გიგანტებმა, რამაც რუსეთის შიდა ბაზარზე მანქანების ფასი კატასტროფულად გაზარდა.


რუსული ავტომწარმოებლების მიერ წარმოებული მანქანები ვერანაირ კრიტიკას რომ ვერ უძლებს ხარისხით, კომფორტით და გამძლეობით ეს ლამის მთელ მსოფლიოში ცნობილი ფაქტია.


ერთადერთი საბჭოთა წარმოების მანქანა რომელსაც რუსეთმა მოდერნიზება ჩაუტარა და ასე თუ ისე იყიდებოდა მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე გახლდათ "ნივა" რომელიც მაღალი გამავლობის და შედარებით მცირე საწვავის მოხმარების გამო კარგად იყიდებოდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, იტალიაში და თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოში აღიარებული საავტომობილო ბრენდების სამშობლოში-გერმანიაში, სადაც გერმანელები შეძენილი პატენტის წყალობით "ნივას" ღრმა მოდერნიზებას უტარებდნენ და "ნივა" ბევრად კომფორტული, ეკონომიური და სატარებლად მოხერხებული ხდებოდა.

რუსეთმა სცადა მსოფლიო ბრენდები ჩინური მანქანებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ მეტისმეტად მაღალი ფასების და მანქანების მომსახურების ხშირი საჭიროების გამო ნაკლებად გაყიდვადი გახდა.

ახლა კი რუსეთმა ირანიდან დაიწყო ირანული წარმოების მანქანების შეყვანა რუსულ საავტომობილო ბაზარზე.


სადილერო კომპანია «Рольф» გადაყავს ირანიდან რუსულ ქალაქებში საავტომობილო სალონებში ირანული მანქანები, რომელთა ღირებულება 1, 529 მილიონი რუბლია. თუმცა ფასები იცვლება, რადგან სტანდარტულის გარდა შემოდის 5 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის მქონე 2.0 მოცულობის ძრავებით ირანული მანქანები, ასევე შემოდის ექვს საფეხურიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფით და 2.5 მოცულობის ძრავით აღჭურვილი ირანული მანქანები.
მანქანები ხელმისაწვდომია მყიდველებისათვის დაბალი ფასის გამო, რუსეთში მხოლოდ "Lada Granta"-ა ირანულ მანქანაზე უფრო იაფი, თუმცა დაბალი ხარისხის გამო მყიდველების ნაკლებობას განიცდის.

წარმოიდგინეთ მერსედესის წარმომადგენლობითი კლასის მანქანიდან ირანული წარმოების, ფრანგული "რენოს" ბაზაზე რუსული ძრავებით აღჭურვილ მანქანაზე გადაჯდომა რამხელა "სიამოვნებას" მიანიჭებს მის მფლობელს.

0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
171