x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
კატასტროფები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა, რომ არა ადამიანების დაუდევრობა
image
გლობალური დათბობა გამალებით, რომ უტევს კაცობრიობას ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. დიდი ხანია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებზე, აანალიზებენ რა დედამიწაზე ადამიანების ნამოქმედარს და იმ ქმედებებს რაც დღესაც ხდება.



ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ისეთი ნივთიერებების შექმნაც რაც კერძო სექტორში და საწარმოებში გამოყენებადი იქნბოდა ფართო მასშტაბით.


მაგალითისათვის ავიღოთ, სადაც გაყინვისათვის გამოიყენებოდა ფრენონი, სითხე რომელიც ანადგურებს ოზონს, უზარმაზარი საწარმოები სასაწყობო მაცივრებში ფართოდ გამოიყენებდნენ ფრეონს, რამაც ოზონის განადგურებას და გარემოსათვის ზიანის მიყენებას შეუწყო ბუნებრივია ხელი.

ტყეების გაჩანაგებამ კლიმატის შეცვლა გამოიწვია რიგ რეგიონებში, აკვირდებით ალბათ თოვლი მოდის ისეთ კონტინენტზეც კი, როგორიც ავსტრალიაა, სადაც თოვლი მეტისმეტად უიშვიათესი მოვლენაა.


საუდის არაბეთშიც მოხდა საოცრება და იმხელა თოვლი დადო, ცივი კლიმატისათვის მოუმზადებელ უმდიდრეს ქვეყანას წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა.

უზარმაზარი კაშხლების აშენებამ და წყლის უზარმაზარი მოცულობით დაგროვებამ წყალსაცავებში იქაური კლიმატი შეცვალა, ავტოსტრადებისათვის კლდეების აფეთქებამ და გვირაბის გამოჭრისათვის წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს ბუნებას რიკოთის უღლტეხილზე, რამდენიმეჯერ ჩამოწვა მეწყერი და არავინ იცის, დაბზარულ მთის ქანებში წვიმების დროს დაგუბებული წყლის დიდი რაოდენობა რას იზამს.

გარემოში ადამიანების უხეშად ჩარევამ ყველგან ცუდი შედეგი გამოიღო, ახლახან თურქეთში აგებულმა კაშხალმა შეიწირა და მთელი დასახლება, მოსახლეობა გაასახლეს წყალსაცავში წყლის გაშვებამდე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ უზარმაზარი მეწყერი ჩამოწვა წყლით გაჟღენთილი მთიდან. საუბარია იუსუფელზე.

იმისათვის, რომ წარმოიდგინეთ თუ რამხელა მაშტაბებს აღწევს ბუნებრივი კატაკლიზმები დედამიწაზე, გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ლამის მთელი დედამიწის მასშტაბითაა კატაკლიზმები მოცემული.



წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია, თუ რა საფრთხის შემცველია ადამიანების უხეში ჩარევა ბუნებაზე.



+12

0
245
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
245