x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფრანგი მოგზაურის მიერ აღწერილი ბრაზილიური კაციჭამია ტომი

image
ფრანგი მოგზაური ჟან დე ლერი (1536-1613) გახლავთ ის მოგზაური, რომელმაც აღწერა ბრაზილიელი კანიბალების ტომი. ჟან დე ლერმა საკუთარ წიგნში "ბრაზილიის მიწაზე მოგზაურობისას მომხდარი" დაწერა საკუთარ შთაბეჭდილებებზე ბრაზილიელების კანიბალ ტომთან შეხვედრის თაობაზე. წიგნი გამოიცა 1578 წელს და მაშინვე იქცა სენსაციად.

ზედა სურათზე აღნიშნული წიგნის ილუსტრაციაა, სადაც კანიბალი ბრაზილიელები "მიირთმევენ" ტყვეს.
ციტატა წიგნიდან: "ტუპინამბას ტომი-ესაა მთლიანად კაციჭამიებისგან შემდგარი ტომი. ესპანელმა იეზუიტებმა გამოთვალეს, რომ აღნიშნულმა ტომმა ერთი საუკუნის განმავლობაში "შესანსლა" ჩანეს ტომის 60 000 ინდიელი (ციფრები არ შემშლია, ზუსტად ამდენი აღმოჩნდა კაციჭამიების მსხვერპლი ინდიელების რაოდენობა სხვადასხვა წყაროს მონაცემებითაც). აღნიშნული ტომი ყოველდღიურად სხვა საკვებთან ერთად "მიირთმევდა" ორ ადამიანს, მაგრამ აუცილებლად სხვა ტომის წარმომადგენლებს".

თავად კაციჭამიების ტომის რაოდენობა მუდმივად მერყეობდა 18 000 სულიდან 23 000 სულამდე.

ტუპინამბას ტომი სხვა ტომებთან გამართული ბრძოლებისას დაყვევებულებს უკლებლივ ჭამდნენ, ეს ტომი ომს მეზობლებთან მუდამ იწყებდა ახალი საკვების მოსაპოვებლად ანუ ბრძოლებში ტყვედ აყვანილების "შესასანსლად".
შედარებით გამხდარ ტყვეებს წლების განმავლობაში არ ეხებოდნენ, ყავდათ ჩაკეტილ მდგომარეობაში და ასე ვთქვათ სპეციალური რაციონით კვებავდნენ რათა მერე უკვე მსუქანი ტყვე "შეესანსლათ". ბევრმა ტყვეებიდან ფრანგი მოგზაურის თქმით ჭკუა იხმარა და მიწოდებულ საკვებს ყრიდა რათა არ მოემატა წონაში და ამით თავი გადაერჩინა "შესანსვლისაგან". ასეთი ტყვეები წლების მანძილზე ყავდათ დატყვევებული, მაგრამ როგორც საკვებს არ იყენებდნენ.


Все без исключения военнопленные были убиты и съедены; целью войн было взятие пленных. Некоторых пленных берегли и не ели годами».

0
437
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
437