x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რიტა ორას ჩაცმულობამ ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა: ნახეთ, რისთვის გააკრიტიკეს მომღერალი

image


მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ, ცნობილი რეჟისორის, ტაიკა ვაიტიტის მეუღლემ, რიტა ორამ საზოგადოება "ოქროს გლობუსის" წვეულებაზე თავისი უხამსი ჩაცმულობით ყველა შოკში ჩააგდო, წარმოშობით ალბანელი მომღერალი კრიტიკის ქარ- ცეცხლში ინტერნეტმომხმარებლების მხრიდანაც აღმოჩნდა.


image


რიტას ბევრი თაყვანისმცემელი ერთხმად შეთანხმდა რომ ბრიტანელი ვარსკვლავის ჩაცმულობაა მეტისმეტად - პროვოკაციული იყო. "ასე მხოლოდ ქმარს უნდა დაენახო", "ვფიქრობ, რომ ყველაფერი სევდიანად გამოიყურება"- წერდნენ სოციალურ ქსელში მომღერლის ჩაცმულობით იმედგაცრუებული ფანები.


image


სრულიად გამჭვირვალე მწიფე ქლიავისფერი ჩაცმულობა წარმოსახვისთვის სივრცეს მართლაც არ ტოვებდა, წვეულებისთვის საგანგებოდ შერჩეული რიტა ორას მაქმანებიანი კაბა მომღერლის ყველა "ღირსებას" აშიშვლებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მომღერალს წვეულებაზე თან მეუღლე, ტაიკა ვაიტიტიც ახლდა, რომელსაც ცოლის ეპატაჟურ ჩაცმულობზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ახლა ინტერნეტმომხმარებლები მკითხაობენ: ტაიკა საზოგადოების წინაშე ან სახის შენარჩუნებას ცდილობდა ან მას მეუღლის ჩაცმულობა სრულიად აკმაყოფილებდა.


image


სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ, მომღერალმა თავისი ახალი სიმღერის თიზერი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდოდ, საკუთარ მეუღლეს მიუძღვნა. რიტა და ტაიკა გასულ ზაფხულს დაქორწინდნენ, რითიც საბოლოოდ დაუსვეს წერტილი ჭორებს, რეჟისორის ჰოლივუდის ვარსკვლავ, მსახიობ ტესა ტომპსონთან ურთიერთობის შესახებ.


image


2018 წლამდე ახალზელანდიელი "ოსკაროსანი" რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი დაქორწინებული იყო კინოპროდიუსერ ჩელსი უინსტენლიზე, რომელთანაც მას ორი ქალიშვილი ჰყავს. რაც შეეხება რიტა ორას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოპულარული ბრიტანელი მომღერალი ბრუნო მარსს ხვდებოდა.





0
370
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
370