x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ქალი დაასახელეს

image


ადამიანებმა სილამაზეზე ფიქრი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყეს, როდესაც საყოფაცხოვრებო ნივთებს, სამოსს, სახლებსა თუ საბრძოლო იარაღს უცნაური ორნამენტებით აფორმებდნენ. სილამაზის პოვნისა და შეცნობის სურვილი ადამიანებს ხელოვნების შექმნისკენ უბიძგებს. მხატვრები, მუსიკოსები, არქიტექტორები - ისინი ყველა სილამაზის მარადიულ ძიებაში არიან.


image


თუ ისტორიას მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ ადამიანების წარმოდგენა სილამაზეზე, კერძოდ, კი ადამიანის სხეულის სილამაზეზე დროსთან ერთად იცვლებოდა. ასე, მაგალითად, ძველ საბერძნეთში ლამაზად ათლეტური აღნაგობის სხეულს თვლიდნენ. რენესანსის ეპოქაში კი, პირიქით, ქალებს ფუმფულა ფორმებით გამოსახავდნენ.


image



დღეს "მაღალი მოდა" ქალის სილამაზის სტანდარტად ძალიან გამხდარ, მაღალ, ვიწრო წელიან და გრძელ ფეხება ქალს აღიარებს. მაგრამ ასეა თუ არა ეს რეალურად?


image


ტეხასელმა მეცნიერებმა ტესტირების ჩატარება გადაწყვიტეს, რათა გაერკვიათ მამაკაცები ქალის სხეულის რა პროპორციებს მიიჩნევენ ყველაზე მიმზიდველად. კვლევა რამდენიმე პარამეტრს მოიცავდა: წონას, სიმაღლეს, სახის ფორმას, თმის სიგრძესა და ფერს. მიღებული შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ქალი აირჩიეს.


image


ის ბრიტანელი მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი აღმოჩნდა. სხვათა შორის, კელი აშკარად არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოდის კრიტერიუმებს და საკმაოდ მადისაღმძვრელი ფორმებითაც გამოირჩევა. როგორც ექსპერიმენტმა ცხადყო მამაკაცთა უმრავლესობას სწორედ სრული აღნაგობის ქალები იზიდავს.


image


როგორც თავად მსახიობმა აღიარა, სკოლის წლებში ის ხშირად განიცდიდა თანაკლასელების მხრიდან ბულინგს, მიზეზი კი მისი ზედმეტი წონა გახლდათ, რაც შეეხება მოდელობას ის მოდელი მალევე არ გამხდარა. სააგენტოები გოგონას უარს ეუბნებოდნენ, მიზეზად კი მის შეუფერებელ წონას ასახელებდნენ, მაგრამ კელი გახდომაზე არც კი ფიქრობდა, პირიქით - მან რამდენიმე კილოგრამიც კი მოიმატა და პლუს- ზომის მოდელი გახდა.



image


კელი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია, მას მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარი ფოტოებით ხშირად ანებივრებს. მუდმივად დიეტაზე მყოფი გამხდარი მოდელებისგან განსხვავებით კელი ბრუკი საკუთარ თავს საკვებზე უარს არასდროს ეუბნება და გემრიელადაც გეახლებათ. დღესდღეობით, მოდელი თავისი გარეგნობით 100 % კმაყოფილია და არანაირი კომპლექსიც არ აწუხებს.














0
584
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
584