x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დარწმუნებული ვარ ჩინეთის ქალაქ ლოიანის კლინიკებს ბევრი ადამიანი მიაკითხავდა დიარეის ნიშნებით, მიზეზს სტატიაში მოგახსენებთ
image
პირადად ხშირად ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ ველური ცხოველი, ფრინველი თუ ზღვის და ოკეანეების მკვიდრების ადგილი არც ცირკშია, არც ზოოპარკში და არც დელფინარიუმში.



ცენტრალურ ჩინეთში, ხაინანის პროვინციის ქალაქ ლოიანში, საერთაშორისო ცირკ "Global Peak Circus" წარმოდგენებს ატარებდა, როცა სპეციალურ ვოლიერში ორი ლომი შეუშვეს მაყურებლებისათვის წარმოდგენის საჩვენებლად, ყვლაფერი ისე არ წავიდა, როგორც წარმოდგენა ითვალისწინებდა. ჯერ ლომებმა არ შეასრულეს მწვრთვნელების მითითებები, შემდეგ კი ვოლიერსა და გასასვლელ რკინის დერეფანს შორის გასასვლელი იპოვეს და ცირკის დარბაზში აღმოჩნდნენ, რასაც მაყურებლებში მასიური პანიკა მოჰყვა. შოკირებული მაყურებელი ქაოტურად ტოვებდა დარბაზს თავისუფლად მოსეირნე ლომების შიშით.



საბედნიეროდ ერთერთი ლომი მისმა მომთვინიერებლებმა დარბაზშივე დაიჭირეს და მისთვის განკუთვნილ ვოლიერში მიუჩინეს ადგილი, მეორე ლომმა კი ცირკიდან გასვლა მოასწრო და ქალაქშიც გაისეირნა, რასაც ქუჩის დაცარიელება მოჰყვა მოქალაქეებისაგან. ლომი ავტომობილების საპარკინგე ადგილზე შეყოვნდა, ქალაქს მიუჩვეველმა ლომმა ვერ გადაწყვიტა საით წასულიყო და სწორედ ამ დროს, ცირკიდან გაქცევიდან 15 წუთში დაიჭირეს მომთვინიერებლებმა, და "ბუნტისთავი" საკუთარ ვოლიერში მიაბრძანეს.


სათაური მართალია ხუმრობით იქნა ჩემს მიერ შერჩეული, მაგრამ ყოველ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი. დარწმუნებული ვარ ცირკის ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლებიდან ძლიერი სტრესის გამო მართლა ბევრს შაწუხებდა უნებურად ბუნებრივი მოთხოვნილება.




ცირკის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ მას ამ ეტაპზე ლიცენზია და საქმიანობა შეუჩერეს, მომხდარის სრული ანალიზის დამთავრებამდე.

0
145
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
145