x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვინ ხართ, ამას რომ ბედავთ?!" - რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაცზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედების აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:


"მილიონები ბიუჯეტიდან, ვილებისთვის-აგარაკებისთვის, მოგზაურობისთვის, "გრიალისთვის", მილიონები "ჭკვიანი, "ნაგვის ურნებისთვის და სულელი პოლიტიკანებისთვის, არც ერთი თეთრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად 16 ბავშვისთვის, ვინ ხართ, ამას რომ ბედავთ?! აი ზუსტად იმ ჭკვიან ურნაში აღმოჩნდებით სულ ცოტა ხანში "მეოცნებე ხელისუფლებავ "!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. საქმე იმაშია რომ ისინი ქვეყანაში მედიკამენტ "ვოსორიტიდის" შემოტანას ითხოვენ, რომელიც ამერიკის FDA-მ 2022 წელს დაამტკიცა. გარდა ამისა, მედიკამენტი უკვე გამოიყენება მეზობელ სახელმწიფოებშიც.


აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვების ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება, თუმცა არაოფიციალურად, აქონდროპლაზია სავარაუდოდ 36 მოზარდს აქვს, მათგან თხუთმეტი 15 წლამდე ასაკისაა. მედიკამენტი სწორედ ამ ასაკამდე გამოიყენება, რომ კიდურების ზრდას შეუწყოს ხელი. როგორც დაავადებული მოზარდების დედები ამბობენ, მედიკამენტი ძალიან ძვირი ღირს და მისი შემოტანა მათთვის ფიზიკურად შეუძლებელია.


ცნობისთვის, აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ზრდაში შეფერხებასთან ერთად, იწვევს ხერხემლის გამრუდებას, ტვინში სითხის დაგროვებას. დიაგნოზი საქართველოსი დაახლოებით 16 ბავშვს აქვს. მათთვის ვოზორიდიტის შეძენა ბიუჯეტს წლიურად 3 მილიონ დოლარამდე დაუჯდება.

ჯანდაცვის სამინისტროს უარი ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკას ემყარება. მშობლებს კი ხელთ აქვთ წამლის ავტორიზაცია და სახელმწიფოების მიერ დაფინანსების არაერთი მაგალითი, მაგრამ ამის მოსმენა პრემიერმა არც გუშინ ისურვა.







0
149
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
149