x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთი სულ უფრო და უფრო განიცდის ტექნოლოგიურ "შიმშილს", სანქციების გამო ბელგიამ შეუწყვიტა დეტალების მიწოდება რუსეთს

image დარწმუნებული ვარ უამრავ თქვენთაგანს ჰქონია შეხება ცნობილ ბრენდთან "დურასელი" რომელიც მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახის ელემენტებს ამზადებს მობილურებისათვის, დისტანციური მართვის პულტებისათვის, სათამაშოებისათვის და ზოგადად საყოფაცხოვრებო ტექნიკისათვის.
უცხოურმა კომპანია "დურასელმა" დატოვა რუსეთი, რადგან საერთაშორისო სანქციების გამო რომელიც რუსეთს დაუწესდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, ბელგიამ შეუწყვიტა აღნიშნულ კომპანიას საჭირო დეტალების და კომპონენტების მიწოდება. აღნიშნული დეტალების წარმოება არ ხდებოდა რუსეთში და არც იმის მიზერული შანსი არსებობს, რომ რუსეთმა თავად აწარმოოს აღნიშნული კომპონენტები.


"დურასელის" გასვლა რუსეთიდან რუსეთის მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული სპეციალური კვების წყაროები გამოიყენებოდა სამხედრო მრეწველობაში.


"Duracell"-ი, მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო მარკაა, რომელიც გალვანურ ელემენტებს, ბატარეებსმ აკუმულატორებს აწარმოებს. კომპანიამ წარმოება დაიწყო გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბეტელში.



აქციონერებმა გადაწყვიტეს გაეწყვიტათ ყოველგვარი კავშირი და კონტრაქტები ცალმხრივად რუსეთთან. ახლა კომპანია ყიდის საწყობებში არსებულ მზა პროდუქციას, რომელზეც უზარმაზარი მოთხოვნაა რუსეთში და მოქალაქეები რასაც ჰქვია "იტაცებენ" დარჩენილი პროდუქციის მარაგს.



კომპანიამ ყოფილ თანამშრომლებს უკვე გადაუხადა საკომპენსაციო თანხა და შეუდგა კომპანიის კუთვნილი დანადგარების რუსეთიდან გატანას.


"დურასელის" წილი რუსეთში გაყიდვადი ანალოგიური პროდუქციების მხრივ, უახლეს კონკურენტზე 3-ჯერ მეტი იყო.

0
76
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
76