x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მსგავსი არაფერი მინახავს და მსმენია" - რამ გააოცა თაკო ჩარკვიანი

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო უმრავლესობის ბოიკოტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს "ნონსენს" უწოდებს:


"უკვე მესამედ, ხელისუფლება -უმრავლესობა კვლავ გავიდა ბოიკოტში, რეგისტრაციას არ გავივლით სოლიდარობას ვუცხადებთ დასანქცირებულ მოსამართლეებსო???????? მსგავსი არაფერი მინახავს და მსმენია,


საკანონმდებლო ორგანო "კრიშავს"ღიად, კორუფციონერ დასანქცირებულ მოსამართლეებს, დასავლელი პარტნიორები ხედავენ და ყველა დარწმუნდა სრულიად ყველა, ვინ აგდებს სამუშაო პროცესს და ვინ აფარებს ხელს კლანურ სასამართლოს.


ნონსენსია -რაც ხდება...." - წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი.


შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა.


ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვისაც 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავსს ქმედებას უმრავლესობის წარმომადგენლებმა 18 და 19 აპრილსაც მიმართეს.






0
141
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
141