x
რა რწმენას უკავშირდება ეგვიპტური ქანდაკებები?


image

ეგვიპტური მრგვალი ქანდაკებები დაკავშირებულია უძველეს რწმენასთან. მრგვალი ქანდაკება უშუალოდ დაკავშირებული იყო მიცვალებულის კულტთან. ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანი შედგება ცხრა ნაწილისგან. ამათგან ორი, სულსა და სხეულს შორის არსებული მარადიული, უხილავი სუბსტანციები „ბა“ და „კა“ ადამიანის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უბრუნდებიან ამ წუთისოფელს. „კა“ (ადამიანის ორეული) ბრუნდება და ცხოვრობს საკუთარი მუმიის გვერდით, მის სამარხში, ხოლო „ბა“ (სამშვინველი) პოულობს საკუთარ სხეულს, შედის მასში და აგრძელებს არსებობას. ამიტომ მიცვალებულის ქანდაკება ზედმიწევნით ზუსტი და მსგავსი, პორტრეტული უნდა ყოფილიყო.

მრგვალი ქანდაკება ძირითადად ხისა და ქვისგან კეთდებოდა და შემდეგ იღებებოდა. აქ მკაცრი კანონი არსებობდა: მამაკაცები ფიგურები მოაგურისფრო-წითლად იღებებოდა, ქალებისა კი - ყვითლად. სამოსი ძირითადად თეთრი იყო, თმები - შავი.

არსებობდა მრგვალი ქანდაკების რამდენიმე ტიპი: 1. ფეხზე მდგომი, 2. საგანგებო ტახტზე მჯდომარე 3. ფეხმორთხმული.

მოქანდაკეები გრანიტიდან ძერწავდნენ ფარაონის ზუსტ თავს. მას ათავსებდნენ სამარხის კამერაში, სადაც არავის არ ჰქონდა მისი ნახვის უფლება.

ეგვიპტელები ზუსტად გადმოგვცემენ ადამიანის გარეგნობის ინდივიდუალურ, სახასიათო ნიშნებს. ამ პერიოდის ქანდაკებები ძალიან პორტრეტულია.


ფარაონ ხეფრენი

ხეფრენი — ძველი ეგვიპტის ფარაონი, IV დინასტიის (ძვ. წ. 2723-2563 წწ.) წარმომადგენელი. ხეოფსის მემკვიდრე (შესაძლოა შვილი ან ძმაა). გიზაში მეორე პირამიდის (სიმაღლე 143, 5 მ) ამშენებელი. ეს პირამიდა ძველად გვირაბით უკავშირდებოდა დაბლობში აგებულ გრანიტის ტაძარს, რომელშიც იდგა ხეფრენის ორი დიორიტის ქანდაკება (ინახება კაიროს მუზეუმში).ფარაონ ხეფრენის ქანდაკება არის ფარაონის მარადიული სახე. ძველი სამეფოს ხანის პორტრეტები ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ პრინციპზეა აგებული. ერთი მხრივ, ისინი ძალზე პორტრეტულნი, მაგრამ მეორე მხრივ, სრულიად განყენებულნი და განზოგადებულნი არიან.


მენტუჰოტეპ I

შუა სამეფოს ხანი ქანდაკებაში ვლინდება ორი ტენდნცია: ქანდაკებათა ერთი ჯგუფი აგრძელებს წინარე ხანის ტრადიციებს, მეორეში კი ახალი ნიშნები იჩენს თავს.პირველი ჯგუფის ნათელი მაგალითია მენტუჰოტეპ I-ის ქანდაკება. აქ შენარჩუნებულია წინარე ხანისაTვის სახასიათო ნიშნების მთელი რიგი: ფორმათა მონუმენტურობა, მასიურობა, განზოგადებულობა და დაუნაწევრებლობა, მოძრაობის შებოჭილობა, ნიღბის მსგავსი სახის გაყინული, არაამქვეყნიური გამომეტყველება.


სენუსერტ 3

შუა სამეფოს ხანის ქანდაკების აყვავების პერიოდია სენუსერტ III-ის მეფობის ხანა. გაოცებას იწვევს ობსიდიანისგან შესრულებული სენუსერტის სკულპტურული თავი. მისი სახის სახასიათო ნაკვთების პლასტიკურობა. სახის ჩაწეული და ამოზიდული სახე საკმაოდ დეტალიზებულია, . გამომეტყველება მკაცრია,

აქ, პიროვნების ძლიერ ნატურაში ოდნავაა შეპარული მელანქოლიური, ერთგვარად თითქოს სევდიანი განწყობა.


უფლისწულ რაჰოპეტისა და მისი მეუღლის, ნოფრეტის პორტრეტი

ამ პერიოდის ქანდაკებები ძალიან პორტრეტულია მაგ. უფლისწულ რაჰოპეტისა და მისი მეუღლის, ნოფრეტის პორტრეტი, სადაც მკვეთრად არის გამოვლენილი სახეების ინდივიდუალობა.ამ პორტრეტებზე სახის გამომეტყველება სრულიად განყენებული, მშვიდია . თითქოს შენ, მნახველს გიყურებს, მზერა მაინც აშკარად შენს მიღმა, უსასრულობისკენაა მიმართული. აქ უარყოფილია ყოველივე წამიერი, ადამიანის განწყობა თუ ხასიათისა და ტემპერამენტის ნიშნები. ყოველივე წარმავალი და ყოფითია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გამოისახება დროისაგან თავისუფალი, მარადიულობისაკენ მიმართული ადამიანი, მისი იდეალური არსი. ამგვარი შთაბეჭრდილების შექმნაში დიდ როლს თამაშობდა თვალების შესრულების ხერხი ინკრუსტაციის მეთოდით.




0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ტაბატაძე ლიკუნა
ტაბატაძე ლიკუნა
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0