x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
მოვლენა, რომელმაც მეცნიერები შოკში ჩააგდო: რა ხდება ეკვადორის დედაქალაქ კიტოში?
კიტო ეკვადორის დედაქალაქია, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარეობს და სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ეკვადორის დედაქალაქი ბევრ სხვა უჩვეულო ფაქტთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ცხოვრობს მომცრო აღნაგობის ადამიანების მცირერიცხოვანი თემი, რომლის წარმომადგენელთა თავს მედიცინის ნამდვილი სასწაული ხდება.


საქმე ეხება ესპანელი ებრაელების შთამომავალთა ერთ-ერთ ჯგუფს, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო, რათა ინკვიზიციის მხრიდან დევნისთვის თავი დაეღწია. ამ ჯგუფის შთამომავლების დიდი ნაწილი, დაახლოებით 100-მდე ადამიანი ძალიან უცნაური გენური მუტაციის შედეგად მომცრო აღნაგობის მოევლინა ქვეყნიერებას. საოცრება კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები არასოდეს ავადდებიან ავთვისებიანი სიმსივნეებით, დიაბეტით და არც ინსულტი ემართებათ ოდესმე.


მეცნიერები წლების მანძილზე აქტიურად იკვლევენ ამ ფენომენს. ჯაიმი გევარასა და ვალტერ ლონგოს დასკვნით, რომლებიც ფენომენს 22 წელი აქტიურად სწავლობდნენ, მომცრო აღნაგობის ეკვადორელების ორგანიზმში ზრდის ჰორმონი GHR მუტირებული აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა შეუვალობა, რაც რელიგიაგამოცვლილი ებრაელების შთამომავლებს აღმოაჩნდათ.


მკვლევარების აზრით, თუ ჩვენ შევძლებთ და ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ზრდის ჰორმონ GHR-ის ბლოკირებას მოვახდენთ, მას იგივე ეფექტი ექნება, რაც მომცრო ტანის ეკვადორელებს დაუფიქსირდათ.



ჰორმონ GHR-ის ბლოკირება უჯრედს აიძულებს, გარემოს მავნე ზეგავლენის შედეგად დაუყოვნებლივ განადგურდეს, ნაცვლად იმისა, რომ არსებობა განაგრძოს და კიბოს უჯრედად გარდაიქმნას.


ორგანიზმთა სხვადასხვა სახეობების შთამომავლებში მუტაციები პერიოდულად ხდება. მათგან ზოგიერთი მუტაცია სასარგებლოა, ზოგი კი პირიქით - ნაკლებპროდუქტიული ან სულაც საზიანო. მოგვიანებით ბუნება სასარგებლო მუტაციებს ტოვებს, საზიანოს კი უკვალოდ შლის. დიაბეტი, ინსულტი და ავთვისებიანი სიმსივნეები ასეულობით წლის წინ კაცობრიობას ნაკლებად აღელვებდა, რადგან ეს უმეტესწილად ასაკობრივი გართულებებია, ხოლო იმ პერიოდში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30-35 წელიწადს არ აჭარბებდა. დღეს ეს დაავადებები უაღრესად აქტუალურია და ჩანს, ბუნება ცდილობს, თავისებური გზები გამონახოს მათთან საბრძოლველად.


კიბო

2
629
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
629
  
2023, 20 აპრილი, 22:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 15 აპრილი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2