x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
9 ფაქტი წარსულის ცხოვრების შესახებ, რომელიც სიცრუედ მოგეჩვენებათ, თუმცა სრული სიმართლეა

image


ჩვენ დიდი ხანია მივეჩვიეთ თანამედროვე რეალობას, ცხოვრების გარკვეულ რეჟიმს, ღირებულებებსა და ცხოვრების წესებს, და ზოგჯერ ისე ძლიერადაც, რომ რაღაც უცხო ან უჩვეულო კი არ გვაკვირვებს, არამედ უბრალოდ გვაოცებს. თქვენ წინაშეა 9 ფაქტი წარსულის ცხოვრების შესახებ, რომელიც თქვენს გაოცებას გამოიწვევს.



ქალებს საზოგადოებრივი ტუალეტით არ უნდა ესარგებლათ


image


ვიქტორიანულ ეპოქაში ასეთი ადგილების "მონახულება" ქალისთვის უხამსად ითვლებოდა, ხოლო ყველა არსებული ტუალეტი მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ ქალბატონები შორ მანძილზე მოგზაურობებს გულდასმით გეგმავდნენ და დეტალურად განიხილავდნენ თუ სად შეეძლოთ ძლიერი საჭიროების შემთხვევაში გაჩერება. ასეთი მდგომარეობა ქალებს მუშაობაზე უარის თქმას და სახლში დარჩენას აიძულებდა.




დალაქები კლიენტებს პირში თითებს უყოფდნენ


image


პედანტებს ეს ფაქტი აშკარად არ მოეწონებათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მე-19 საუკუნეში ამერიკელი დალაქები გაპარსვისას კლიენტებს თითებს პირში უყოფდნენ. ამგვარად, ისინი კანს შიგნიდან ასწორებდნენ და ყველაზე რთულ ადგილებს დაზიანების გარეშე პარსავდენ.




ტელეფონზე საუბრისას საჭირო იყო გაღიმება


image


ეს წესი მე-20 საუკუნის დასაწყისში სატელეფონო ოპერატორებისთვის მოქმედებდა, რადგან ყველა ზარი მათ გადაეცემოდა. გოგონებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ინტსრუქციაში პირდაპირ მითითებული იყო მოსიყვარულე და მეგობრული ხმის ტემბრის ქონა. ამავდროულად, სატელეფონო საუბრის დროს გაღიმებას აბონენტებსაც ურჩევდნენ სატელეფონო ოპერატორის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით.





ბალერინას კაბა ძალიან იშვიათად ირეცხებოდა


image


ამის გაკეთება წამგებიანი იყო, რადგან რთულად დასამზადებელი ტანსაცმელი ფორმას ვეღარ ინარჩუნებდა, ამიტომ კოსტიუმები გარეცხვის ნაცვლად ნიავდებოდა და სპეციალური საშუალებებით მუშავდებოდა.





მარტორქა - შოტლანდიის ეროვნული ცხოველი


image


მაგრამ რატომ მაინცდამაინც მარტორქა? კელტურ მითოლოგიაში ეს ცხოველი სიწმინდეს, უმანკოებას, გამბედაობასა და სიძლიერეს განასახიერებს. მარტორქა ყოველთვის ითვლებოდა დიდსულოვნად, შესაძლოა სწორედ ამაში მდგომარეობს მის ეროვნულ ცხოველად არჩევის მიზეზიც.



არსებობს დასახლებული პუნქტი, სადაც სიკვდილი არ შეიძლება


image


ლონგიირბიუენში სიცოცხლის დასრულებას ვერ შეძლებთ, რადგან ეს იქ კანონით აკრძალულია. სასაფლაო იქ უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. ყველა, ვინც სიცოცხლეს მალე გამოემშვიდობება ან უკვე დაემშვიდობა, მატერიკზე მიჰყავთ. საქმე იმაშია, რომ სხეული მუდმივი ყინვის პირობებში არ იშლება, შესაბამისად, პოლარულ დათვებს იზიდავს.






გინების საშუალებით ტკივილის დათრგუნვაა შესაძლებელი


image


როგორც კიელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ ბილწსიტყვაობისას იყვირებთ, ეს ტრავმის დროს ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასეთ შემთხვევაში არცერთ სხვა სიტყვას მსგავსი ეფექტი არ აქვს. ექსპერიმენტებში 92 მოხალისე მონაწილეობდა, მათ გინების პარალელურად ხელი ყინულიან წყალში უნდა ჩაეყოთ, საიდანაც ხელის ამოღება მხოლოდ აუტანელი ტკივილის შემთხვევაში იყო დაშვებული. შედეგმა დაადასტურა, რომ ხმამახალი გინება ტკივილის დონეს ზრდიდა. ამრიგად, მეცნიერთა მტკიცებით, ხმამაღალი გინება ადამიანს ტკივილის ამტანობაში ეხმარება.



თვალების დახატვა კლეოპატრამ გამოიგონა


image


სწორედ ის მიმართავდა ამ ტექნიკას თვალების სილამაზის ხაზგასასმელად. კლეოპატრას დროს თვალის ინფექციები ძალიან გავრცელებული იყო, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ევიპტის უკანასკნელ დედოფალს სტიბიუმისგან დამზადებული თვალის მოსახატი საშუალება ეხმარებოდა. დედოფალმა თვალზე ისრების დახატვა ჯანმრთელობისთვის მოიფიქრა, ხოლო კოსმეტიკური ეფექტი ბევრ ქალს ისე მოეწონა, რომ კლეოპატრას მიერ დანერგილ ამ ტრენდს დღემდე წარმატებით იყენებს.






კულულებს ქალები ფოლადის ნაქლიბით იკეთებდნენ


image


მე-17 საუკუნის ინგლისში თმას სპეციალური ხსნარით ამუშავებდნენ, რომლის შემადგენლობაში ასევე ფოლადის ნაქლიბიც შედიოდა. მას მუხის თხილთან, კომშის თესლთან და კვიპაროსის ფოთლებთან ერთად აყენებდნენ. ნაყენს შესქელებამდე ადუღებდნენ, შემდეგ კი მისი საშუალებით თმას ამუშავებდნენ, რომელსაც დასახვევ საშუალებაზე ახვევდნენ და მთელი ღამით ტოვებდნენ.







0
663
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
663