x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა ვიცი, მაინც ყურადღებით ვიყოთ ხვალ"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის"დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი BBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟის ანონსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"რა ვიცი, მაინც ყურადღებით ვიყოთ ხვალ, შეიძლება დედაბოძი გამოეცალოს ქართულ დემოკრატიას გამომძიებელი რეპორტიორი სიმონა ვაინგლასის და BBC Eye–ს გამოძიება რამდენიმე საათში გავა ეთერში. ანონსის მიხედვით გამოძიება – ლონდონური სახლიდან სკანდინავიის ტყემდე და საქართველოში მდებარე ქოლცენტრამდე თაღლითურ ქსელს ააშკარავებს. გამოძიება კრიმინალური ქსელის შესახებ არის, რომელმაც, მთელ მსოფლიოში მსხვერპლებს მილიარდ დოლარზე მეტი გამოძალა."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს, სადაც საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომლებმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა.


“ბიბისიმ ”დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის პენსიონრებიც.




0
258
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
258