x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134667
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
ძეხვის ხე

image


ბუნების მდიდარი ფანტაზიის წყალობით, მცენარეთა სამყარო ძალზე მრავალფეროვანი და საოცარია. ძეხვის ხე, იგივე აფრიკული კიგელია (Kigelia africana) მხოლოდ უცნაურად კი არ გამოიყურება, მას ნაყოფიც უჩვეულო აქვს. ეს არის ერთადერთი სახეობა მის გვარში და ძირითადად, აფრიკის სუბეკვატორულ სარტყელში იზრდება.

ძეხვის ხის ნაყოფი ძალიან უყვართ სპილოებს. მათ არც ის აკავებთ, რომ ახალი და უმი ნაყოფი შხამიანია და როგორც საფაღარათო საშუალება მოქმედებს.


image


ხოლო, ადამიანი ხეზე მოსულ "ძეხვს", მანამდე არ იყენებს, ვიდრე ქერქი არ გაუმაგრდება. შემდეგ, მას თერმულად ამუშავებენ, შემწვარი ან მოხარშული სახით მოიხმარენ. თუ ნაყოფი დამწიფების შემდეგ, ხეზე რჩება, მისი გადამწიფება ხდება და ქერქი ხევდება. მაშინ მისგან ჭიქების ან თასების დამზადება შეიძლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისგან დამზადებული ჭურჭელი სიმყარით არ გამოირჩევა და გამოყენება, მხოლოდ წყლის დასალევად შეიძლება.


image


ახლა კი, გემოს შესახებ: დაჭრილ და შემწვარ ნაყოფი ძალიან ჰგავს თეთრ პურს, ოღონდ მარილის გარეშე – ზუსტად იგივე გემო, რბილობის და ქერქის იგივე კონსისტენცია. მსგავსება ისეთია, რომ უბრალოდ, ვერ გაარჩევთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* 9 ისტორიული მითი, რომლისაც ჯერ კიდევ გჯერათ

* ადამიანის გაქრობის და 20 წლის შემდეგ დაბრუნების იდუმალებით მოცული ისტორია

* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»



0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0