x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აქ არ დაგინახოთ, თორემ..." - ვის მიმართავს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ხელისუფლების მიერ დასანქცირებული მოსამართლეების მხარდასაჭერ კამპანიას ეხმაურება:


"თავისთავად, ღადაობა ისაა, როგორც ქოცები და მათი მოსამართლეები ცდილობენ ახსნან ამერიკული სანქციები. სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა კი არაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მათი შესვლის აკრძალვაზეა საუბარი)))))) აქ არ დაგინახოთ, თორემ მანდ იარეთ ნიკოფსიიდან

დარუბანდამდეო, გაჭენებულად და გამოჭენებულადო გინდათ ქართველებს ეგეთი მოსამართლეებიო? ხოდა, გყავდეთო))) ეგრე იქნება დანარჩენებზეც, ვინც სანქციების რიგში არიან. ჩვენ დაგვანებეთ თავი და თქვენ მშვიდობაში მოიხმარეთო))"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება, რომლებსაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. უცვლელად გთავაზობთ მთავრობის მეთაურის მიერ შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას:


"მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, ყველა მოსამართლეს, თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება.


ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს სასამართლო რომ გვაქვს კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან თავისუფალი, ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოსა და მოსამართლეების დამსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.








0
50
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
50