x
image
ციცი
Mediator image
პრეზიდენტმა დამარცხება აღიარა
imageმიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და მან არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

"ძვირფასო თანამემამულენო, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ, აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ, ეს ნიშნავს იმას რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე როგორც პრეზიდენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ხელს შევუწყობ პროცესს იმისას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და პარლამენტმა შეძლოს პარლამენტის თავჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება." ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის კოალიციის შედეგები მიუღებელი იყო და არის, და რომ მათ შორის ძალიან დიდი განსხვაავებაა და მიუხედავად იმისა რომ თვლის რომ მათი შეხედულებები არის მცდარი, დემოკრატია მუშაობს ისე რომ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს და მათ გადაწყვეტილებას დიდი პატივს სცემს. და ასევე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში.

ბატონი პრეზიდენტი მიხვდა, რომ აღარაფერი არ უშველიდა მას და მის პარტიას და იძულებითი აღიარება გააკეთა, ვერც იმას ახერხებს რომ უფრო მეტად გააყალბოს არჩევნები, რადგან იმდენად დიდი უპირატესობით იმარჯვებს ოპოზიცია, რომ გაყალბებებიც ვეღარ შველის.

ამ წუთისთვის არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება


image

1
55
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
55
  
2012, 2 ოქტომბერი, 15:15
+11000
0 1 1