x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ჰყავდათ ქალბატონებს ძაღლები კაბის ქვეშ? - მიზეზი შოკში ჩაგაგდებთ

image


გასულ საუკუნეებში დიდგვაროვანი ქალბატონებისთვის მინიატურული ძაღლები არა მხოლოდ კომპანიონების ფუნქციას ასრულებდნენ. კეთილშობილ ქალბატონებს ძაღლები თავიანთი დიდი ზომის კალთების ქვეშ არც მეტი, არც ნაკლები ჰიგიენური მიზნებისთვის ჰყავდათ. ძველად არისტოკრატების ქვედაბოლოების ქვეშ ძაღლების გარდა, სინდიოფალებს და ქრცვინებსაც კი შეხვდებოდით, მოკლედ, ნებისმიერ პატარა ზომის ცხოველს, რომლის სხეულის ტემპერატურაც ადამიანზე გაცილებით მაღალი იყო.


image



შუა საუკუნეებში ჰიგიენაზე ისე ზრუნავდნენ როგორც შეეძლოთ. ქალბატონები ყველგან თავიანთ საყვარელ ოთფეხა მეგობრებს იმიტომ დაატარებდნენ, რომ რწყილები მათზე გადამხტარიყვნენ, თუმცა შეიძლება კი მათ "მეგობრები" ვუწოდოთ რადგან ისინი მათ რწყილებისთვის იმეტებდნენ?

image


შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში რწყილების ნამდვილი კულტი იყო. თმისთვის სპეციალური საფხანი -ჩხირებიც კი გამოიგონეს, რათა ქალბატონებს მრავალსაფეხურიანი ვარცხნილობა არ დაშლოდათ. ამავე პერიოდში აქტუალური გახდა მატყლისგან დამზადებული სპეციალური რწყილების საჭერიც. ზოგჯერ მატყლს სისხლის წვეთს აწვეთებდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ რომ ამ გზით რწყილები უფრო მეტი მონდომებით გადახტებოდნენ მატყლზე.


image


ქალთა ტანსაცმელი მღრღნელების ტყავით იწყობოდა. ასეთ აქსესუარს "რწყილის ბეწვს" უწოდებდნენ. ითვლებოდა, რომ ყველა რწყილი საყელოზე დამაგრებულ ტყავზე მოგროვდებოდა, საიდანაც მათი მოცილება უფრო იოლი იქნებოდა. რწყილების "დამჭერის" ეს ვარიანტი მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებში საკმაოდ პოპულარული იყო. დეკორაციის აქსესუარად ძირითადად, ძვირფასი ლითონები და ქვები გამოიყენებოდა. იმდროინდელი მხატვრები ძალიან მკაფიოდ ასახავდნენ რწყილების დამჭერ საშუალებებს თავიანთ ნახატებში.


image


რწყილის ხაფანგისთვის ბეწვიანი ცხოველის ძვირადღირებული ტყავი (კვერნა, სიასამური და ა.შ.) გამოიყენებოდა, ამასთან სახე ხელოვნური იყო, თათები კი ძვირფასი ქვებითა და ოქროთი იყო მორთული. როგორც წესი, დიდგვაროვანი ქალბატონები მსგავსი სილამაზის აქსესუარს მხრებზე ან ქამრებზე ატარებდნენ.

image



კეთილშობილ ქალწულებს სჯეროდათ, რომ რწყილებისთვის უფრო სასურველი ცხოველის თმა და მათი სხეულის ტემპერატურა იქნებოდა, ამიტომ ძაღლები და ყარყუმები კეთილშობილი ქალწულებისთვის ერთგვარ ჰიგიენურ დაცვას წარმოადგენდნენ, მაგრამ ყველა ქალბატონი როდი ეპყრობოდა საკუთარ ცხოველს ასე დაუნდობლად.

image

ცხოველებს არა მარტო ხელით, არამედ კალთის ქვეშაც ატარებდნენ. არა იმისთვის, რომ მათ "დაუპატიჟებელი" ხელისთვის ეკბინათ, არამედ იმიტომ რომ პატარა ცოცხალი არსებები პატრონებიდან მათზე გადამხტარიყვნენ, ვინაიდან ცნობილია რომ ცხოველის სხეულის ტემპერატურა ადამიანთან შედარებით მაღალია, ამიტომ რწყილები სწრაფად იცვლიდნენ პატრონებს და ცხოველთა საკბილონიც ხდებოდნენ.

image



მოდის ისტორიკოსები თვლიან, რომ სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ე.წ. ჯიბის ძაღლების თან ტარების ტრადიციას. სხვათა შორის, არსებობს ლეგენდა, რომ აბრეშუმის საცვლებიც რწყილების გამო გაჩნდა. ქალბატონებს სჯეროდათ, რომ რწყილები გლუვი აბრეშუმის ზედაპირზე მოჭიდებას ვერ შეძლებდნენ.










0
389
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
389