x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია რიკოთზე ჩაკეტა სუსმა?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი 9 აპრილისადმი მიძღვნილ აქციაზე ჯაფარიძე- ხოშტარია- ვაშაძის სამეულიდან მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გამოჩენას შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია რიკოთზე ჩაკეტა სუსმა და ამიტომ გაუშვეს ხაბე-ფართიზე მარტო ვაშაძე? თუ რაღაც ტაქტიკური სვლაა სილამაზის შესანარჩუნებლად?"- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გუშინ, 9 აპრილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები გააცნო. მისი თქმით, ნომერ პირველი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლებაა, მეორე - დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივი გადადგომა, მესამე - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, მეოთხე მოთხოვნა კი ხაბეიშვილის თქმით, 12 პუნქტის უპირობო შესრულებაა.


"ჩემო მეგობრებო, ამ 4 მოთხოვნის გარშემო აბსოლუტურად ყველას ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც და მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი თქვენზე.

მინდა დავპირდე თითოეულ თქვენგანს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მოკლე დისტანციაზე. მადლობა, მადლობა და მადლობა თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.







0
471
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
471