x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მზად ვარ სახლში მივდე, საჭმელი გავუკეთო, იატაკი მოვუხეხო, ოღონდ ..."- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიღძვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და სალომე ზურაბიშვილს სრულ თანადგომას უცხადებს:


"მე მივედი სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე ის, როგორც პოლიტიკოსი არ მომწონს. სავარაუდოდ მასაც არ მოვწონვარ როგორც ჟურნალისტი, და ეს არ არის პრობლემა. ზოგადად, ადღლეზილობის და გადაზელილობის მომხრე არ ვარ, არც ილუზიებით ვიკვებები და პოლიტიკოსების მიმართაც საკმაოდ სკეპტიკური ვარ. ყოველთვის დისტანცირებული ვარ გაუგებარი ტუსოვკებისგან.


თუმცა, ალბათ უნდა განვმატო, რატომ ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტთან მისვლა საჭირო იყო: დღეს ისტორიულ მომენტში და ძალიან დიდ გასაჭირში ვართ. გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის თაობების ოცნება დაასამაროს და საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს. მეორეს მხრივ, გვაქვს ისტორიული შანსი, თაობების ოცნება ავიხდინოთ და ეს ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ. ახლა როგორმე უნდა გამოვძვრეთ ამ ურთულესი სიტუაციიდან, ბეწვის ხიდზე გავიაროთ და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ.


მართლა ისეთ დრამატულ მომენტში ვართ, როგორიც ქვეყნების ცხოვრებაში იშვიათია. ეს არის კონტექსტი. და სალომე ზურაბიშვილი აშკარად გრძნობს ამ კონტექსტს. სიტყვიერად გამოთქვა სურვილი, იყოს ხალხის გვერდით. ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებით, თუმცა ეს სიტყვა თუ არ დავუფასეთ და ცოტა არ გავამხნევეთ, საქმე არ მოყვება ჩემი აზრით. ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება სალომე ზურაბიშვილი და მასაც ვჭირდებით, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას.


იქნებ რამე გამოვიდეს. რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალება არის ის, რის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება პრეზიდენტის სხვა რომელიმე ნაბიჯი ფასეული იყოს და ეს არ შეიცვლება. მოკლედ, მზად ვარ სალომე ზურაბიშვილის ყველა შეკრებაზე ვიარო, სახლში მივდე, საჭმელი გავუკეთო, იატაკი მოვუხეხო, საღამოს ფანჯრებთან სერენადები ვუმღერო, ოღონდ ახლა, ამ რთულ მომენტში უშეცდომოდ გაიაროს."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში 9 აპრილისადმი მიღძვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებრივი წრეებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.






0
612
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
612