x
საინტერესო და უცნობი ფაქტები სტალინის შესახებ
imageდღევანდელი სტატიის მიზანია შემოგთავაზოთ საინტერესო და ამავდროულად ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ერთ-ერთი ყველაზე სადავო ისტორიული ფიგურის, იოსებ სტალინის შესახებ, მაშ, დავიწყოთ:


1. ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ სტალინის ნამდვილი სახელია იოსებ ჯუღაშვილი, მოგვიანებით 1910-იან წლეების რუსეთში შეიძინა ფსევდონიმი „სტალინი“, რაც „ფოლადის კაცს“ ნიშნავს.


2. სტალინი ახალგაზრდობაში ხშირად წერდა ქართულენოვან ლექსებს, მათგან ბევრი ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის.


3. სტალინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, საიდანაც აკრძალიული ლიტერატურის კითხვის გამო გამოაგდეს, ასე და ამგვარად დაადგა მღვდლობისთვის გამზადებული სტალინი რევოლუციონერობის გზას.



4. სტალინი რომელიც ცივსისხლიანი დიქტატორის სახელით იყო ცნობილი, მართლაც შეკეტილი ადამიანი იყო, რომელიც საჯაროდ რაიმე ემოციას ან გრძნობას ძალზე იშვიათად გამოხატავდა.


5. მისი შვილი იაკობი, რომელთანაც ცივი ურთიერთობა ჰქონდა, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს ჩაუვარდათ ტყვედ, მამამ შვილის დასახსნელად ძალისხმევა არ გაიღო, შვილმა თავი მოიკლა...


6. სტალინის აქტიური შიში ჰქონდა იმისა რომ მოკლავდნენ, ამიტომ მაქსიმალურად იცავდა თავს და ხშირად იცვლიდა ადგილმდებარეობას.


7. სტალინი აქტიური მწეველი იყო და მას ბევრ ფოტოზე სწორედ ჩიბუხით ნახავთ.


8. სტალინი ცნობილი იყო მკაცრი და სასტიკი მიდგომებით პარტმუშაკებისა და მთავრობის მიმართ, რასაც არაერთი მათგანი შეეწირა.

1
119
1-ს არ მოსწონს
ავტორი:MIშOO
MIშOO
119
  
2023, 9 აპრილი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1