x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წარმოუდგენლად დიდი სიბინძურე გაავრცელა დედაჩემზე” - ვისზე საუბრობს ბექა ყორშია

image


"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს თუ როგორ ავრცელებენ სუსის მიერ მართული ტროლ- ბოტები დედამისზე ბინძურ ჭორებს:


"მეგობრებო, სუსმა ტაქტიკა შეცვალა და ახლა ისეთ Facebook ტროლებს ქმნიან, რომლებიც თითქოს ანტიქოცები არიან. ამ გზით ბაბლის მარაქაში ცდილობენ გარევას. რამდენიმე ასეთმა ტროლმა წარმოუდგენლად დიდი სიბინძურე გაავრცელა დედაჩემზე, 65 წლის ქალზე. ნუ, გია ხუხაშვილის უკანონო შვილი რომ ვარ, ეგ ძველი ამბავია, ახლა ახალი სიგიჟეები აქვთ მოფიქრებული, რომლის დაწერასაც აქ არც ვიკადრებ.


ბევრ თქვენგანს ეს ტროლები მეგობრებშიც გყავთ. არცერთ მათგანს არ უდევს თავისი ფოტო. ვისაც გაინტერესებთ, შემიძლია, პირადად გამოგიგზავნოთ მათი გვერდები.


მაინც საჭიროდ ჩავთვალე აქ ამის დაწერა, თორემ დედაჩემი უკვე მიჩვეულია მსგავს ცილისწამებას და დიდად არ ადარდებს"- წერს ბექა ყორშია სოციალურ ქსელში.








0
338
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
338