x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი სხეულის მქონე ქალი
image


სილამაზეზე, ისევე როგორც გემოვნებაზე არ კამათობენ. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი შეხედულება მიმზიდველობასა და სექსუალობაზე, მაგრამ ეს ფიგურალურად - რეალურად კი მეცნიერებმა შეძლეს მამაკაცების მოსაზრებების გაანალიზება და იმის გარკვევა თუ ვის თვლიან "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" პლანეტის ყველაზე იდეალურ ქალად. ის ვარსკვლავი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ბევრს არასოდეს სმენია, თუმცა აი, სილამაზეს მას ნამდვილად ვერავინ წაართმევს. ეს ქალბატონი საერთოდ არ შეესაბამება სტერეოტიპულ პარამეტრებს, თუმცა 90-60-90 ფიგურის ნაცვლად, ჩვენი გმირი სრულიად განსხვავებული პროპორციებით ამაყობს. სწორედ ეს პარამეტრები ხდიან მას უნიკალურს სხვა მოდელებსა და მსახიობებს შორის.


image



სამი წლის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ გაერკვიათ რა ტიპის ქალები ითვლებიან მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველად. მკვლევართა გუნდი დიდხანს ფიქრობდა როგორ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი სწორად. ბოლოს ყველა მასობრივ გამოკითხვაზე შეჯერდა.


image



ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებს სთხოვეს ქალის გარეგნობის შესახებ მთელი რიგი კითხვებისთვის ეპასუხათ, ანუ მონაწილეებს ქალის იდეალური სიმაღლე, წონა, სახის ფორმა, თმის ფერი და სიგრძე უნდა დაესახელებინათ. რესპონდენტთა გემოვნება ერთმანეთს ხშირად არ ემთხვეოდა, თუმცა მეცნიერებმა ყველაზე ხშირად განმეორებადი პარამეტრების იდენტიფიცირება მაინც შეძლეს.


image


გამოკითხვის ავტორები პირველად მაშინ გაოცდნენ როცა გაირკვა რომ მამაკაცების უმეტესობა მეტისმეტად გამხდარი ქალების მიმართ სრულიად გულგრილი იყო. რესპონდენტთა უმეტესი ნაწილი "ფუმფულა ფორმების" მომხრე გახლდათ, რაც არა მხოლოდ რჩეულის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ესთეტურ მიმზიდველობაზეც მეტყველებდა.



image


მამაკაცთა მოსაზრებების წყალობით მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის პოვნა შეძლეს ანუ იმ ერთადერთის, რომელიც ექსპერიმენტის მონაწილეთა მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, და ის ინგლისელი პლუს - ზომის მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი კელი ბრუკი გახდა.


image


მშვენიერი კელი ბრუკი 43 წლის გახლავთ, მისი სიმაღლე - 168 სმ, წონა კი 66 კგ-ს შეადგენს. ბრუკი დიდი ხანი ოცნებობდა სამოდელო ბიზნესში მოხვედრაზე, თუმცა არასათანადო პარამეტრების გამო, ყველა სააგენტომ მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მომავალმა ვარსკვლავმა შეძლო ინდუსტრიისთვის ჭკუაში ეჯობა: მომხიბვლელმა ქალბატონმა წონაში კიდევ რამდენიმე კილოგრამით მოიმატა და პლუს კატეგორიის მოდელიც გახდა.


image


კელის თავისი ფუმფულა ფორმების არასოდეს რცხვენოდა, მეტიც მისი თქმით, მას წონაში დაკლების არავითარი მიზეზი არ აქვს: ის ლამაზი, ჯანმრთელი და მეგა - პოპულარულია, ამასთან მოდელს თაყვანისმცემლების მთელი არმია ჰყავს. ოდესღაც მის მეგობარ მამაკაცებს შორის იყვნენ - ჯეისონ სტეტჰემი, ტომ ევანსი და მსახიობი ბილი ზეინი. ერთი წლის წინ მოდელი ცოლად გაჰყვა თავის ძველ ბოიფრენდს, ძიუდოს ინსტრუქტორსა და მოდელს ჯერემი პარიზს.


image


ჯერ კიდევ 1998 წელს ავტორიტეტულმა ჟურნალმა "FHM"-მა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების სიაში მას 29-ე ადგილი მიაკუთვნა, 1999 წელს კი იმავე სიაში ის უკვე მესამე იყო, ხოლო ჟურნალ "Maxim"-ის რედაქტორებმა კელის ყველაზე მეტად აამეს - მათ რეიტინგში მოდელმა პირველი (როგორც ყველაზე სექსუალურმა ქალმა მსოფლიოში) საპატიო ადგილი დაიკავა.


image


ვარსკვლავის თქმით, მას სჯერა განსხვავებული სილამაზის: "ყველა გოგო განსხვავებულია. ვფიქრობ, ყველა შეიძლება იყოს თავისებურად სექსუალური, ამისთვის არ არის საჭირო ნულოვანი ზომის ტარება ან მადონას მსგავსად დაკუნთული სხეულის ქონა. მე არ ვამბობ რომ ეს სექსუალური არ არის, თუმცა ვფიქრობ რომ შენი ბუნებრივი ფორმებით კმაყოფილი უნდა იყო"-აცხადებს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეულის მქონედ აღიარებული მშვენიერი კელი ბრუკი.









0
2408
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2408