x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვაი თქვენს პატრონს! ასეთი არაფერი მინახავს"- რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ, "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის დროებით შეჩერებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და "ოცნების" ლიდერის მიერ გამოტანილ "განაჩენს" აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის გადაწყვეტილებად აფასებს:


"ჩვენს უმაგრეს Rusudan Dumbadze-ს შეუჩერეს პარლამენტის აკრედიტაცია ტრუსკავეცებმა მართლა ყველაზე ეთიკურს და ყველაზე გამორჩეულს ახალი თაობის ჟურნალისტებიდან ვაი თქვენს პატრონს, პაპუაშვილო და მისთანებო! ვაი თქვენს პატრონს! მალე მარტოები დარჩებიან და თავის თავსაც თვითონ დაუსვამენ კითხვებს.


ქალი პარლამენტში გავიზარდე, წლები ვიყავი საპარლამენტო კორესპონდენტი და ასეთი არაფერი მინახავს, კითხვას რატომ უსვამ რესპონდენტს, რომელიც მას არ მოსწონს თურმე და გასანქცირებენ“ ეს თავად სანქციებისთვის გამზადებული მონები (მის აღმატებულება ელისო ბოლქვაძესთან დასმული კითხვები არ მოწონებიათ) ბოლო ჟამის აგონია აქვთთქო და არ მიჯერებთ))"- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში "ტვ პირველისა" და ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერეს.






0
228
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
228