x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გავიმეტო თავი საჯიჯგნად და ვთქვა? ნუ გამლახავთ ახლა"- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ, "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის დროებით შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ოცნების" ლიდერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამართლებულს უწოდებს. მეტრეველი საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ჟურნალისტებს ეთიკას უწუნებს და მათ ქცევას არასათანადოს უწოდებს:


"გავიმეტო თავი საჯიჯგნად და ვთქვა რასაც ვფიქრობ?

ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ შალვა პაპუშვილს ვეთნამხები.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა სიგიჟეა, მაგრამ ის რომ დეპუტატების დევნა არაა სწორი, ამაში ვეთანხმები.

კი, დეპუტატი ვალდებულია კითხვებს პასუხი გასცეს, მაგრამ თუ მას არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს ფაქტი უკვე ისედაც ბევრს მეტყველებს მასზე და კიდევ კამერით და მიკროფონით დევნა არაა აუცილებელი. უფრო მეტიც, მარაზმია ეს.

ჟურნალისტებიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ ქცევის წესებზე. მაგალითად, გუშინ მურისიძე კომენტარს რომ იძლეოდა, ისე ყაყანებდნენ ჩემი კოლეგები, რომ არც მას და არც ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარკს. თან მთელი ნახევარი საათი ასე გრძელდებოდა. ბოლოს ისე მომეშალა ნერვები, რომ ვიფიქრე, მურისიძის ადგილას რომ ვიყო, რომელიმეს მიკროფონს გამოვგლეჯდი და სათითაოდ ვცემდი ყველას ამ მიკროფონით.

კიდევ კარგი პოლიტიკოსი არ ვარ და ჟურნალისტი ვარ. მაგარ შარს ვარ გადარჩენილი.

P. s. ძაან ნუ გამლახავთ ახლა.

P. P. s პოსტი არ ეძღვნება არცერთ კონკრეტულ ჟურნალისტს. ზოგად წესებზე და ქცევებზეა საუბარი."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში "ტვ პირველისა" და ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერეს.






0
323
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
323