x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სარწმუნო წყაროები იუწყებიან, რომ...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს მაია ორჯონიკიძე

image


ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს რომ უხლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 4 მოსამართლის ბედს გაიზიარებენ და მალე სანქირებულთა რიგებს შეუერთდებიან:


"სარწმუნო წყაროები იუწყებიან, რომ მალე ღარიბაშვილ-კალაძე-კობახიძეს დააჯდებათ სანქციების ბუზი!"– წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა, რომლის თანხმადაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო მოახდინა.


როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.


"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა", - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.









0
660
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
660