x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ის არის, პ–ზე იწყება, სრულად ვერ დავწერ აქ, უზრდელობაა."- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ ჩინჩალაძისთვის, ლევან მურუსიძისთვის, ირაკლი შენგელიასთვის და ვალერიან ცერცვაძისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს:


"დიახ ბატონო ბიძინ, ის არის, ჩუმად რომ იცის მოპარვა. პ–ზე იწყება, სრულად ვერ დავწერ აქ, უზრდელობაა. ძალიან მაგარია, რომ საქართველოს ყავს ამერიკისნაირი ძმაკაცი ????????????????✌️❤️. აცადეთ, ხვალ დილით კობახიძე გამოვა და იტყვის, ეგენი მაინც არ აპირებდნენ ამერიკაში წასვლასო."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა, რომლის თანხმადაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო მოახდინა.


როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.


"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა", - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.







0
387
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
387