x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დრო იცვლება მეთოდები არა - რას წერდა 150 წლის წინ პარტიულ მედიაზე და ჟურნალისტებზე ნიკო ნიკოლაძე?

image

ქვემოთ ნიკო ნიკოლაძის 1875 წლის გენიალური სტატიის ნაწყვეტებს შემოგთავაზებთ, სადაც ფრანგულ ჟურნალისტიკაზე საუბრობს, ანუ პარტიულ მედიაზე, საოცარია, თითქმის 150 წელია გასული და ზუსტადაა გადმოცემული ის, რაც ჩვენთან ახლა ხდება....ისე თუ დააკვირდებით, 100-200 წლის წინათაც ზუსტად იგივე პრობლემები იყო, ზუსტად იგივე აზროვნება, მეთოდები და მენტალობა.ყველაფერი ერთში-ერთში მეორდება, ცივილიზაცია წინ მიიწევს და სამწუხაროდ ადამიანების გარკვეული კატეგორია არ იცვლება და რჩება სტატუს-კვოს დონეზე.

ახლა კი ნიკო ნიკოლაძის წერილის "ფრანგული პრესის დეკადანსის" ნაწყვეტები, სადაც სიტუაცია საკმაოდ ნაცნობია:

რომელიმე პარტიისადმი დამონებული გაზეთი ამ პარტიას იმდენად შეიძლება სთვლიდეს თავის დასაყრდენად, რამდენადაც იგი რეალურ სამსახურს უწევს მას... პარტია, რაც უნდა დიდი იყოს იგი, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ პატარა ეკლესიაა, აღჭურვილი საკუთარი ფეტიშებით, მკაცრი დოგმებით და მგზნებარე თაყვანისმცემელთა ვიწრო წრით. როგორც ყველა ეკლესიაში, აქაც სუფევს შეუწყნარებლობა, მიკერძოება და წინასწარ აზრის შექმნა საკუთარ თავზე, როგორც განსაკუთრებულ მოვლენაზე. აქ არავინ მსჯელობს, არავინ ეძებს
ჭეშმარიტებას, არავინ იღწვის თავად გათვითცნობიერდეს და საკუთარი აზრები სხვას შთაუნერგოს. აქ მრისხანე გუგუნით და ღრიალით თავს ესხმიან განდგომილებს, ანათემას გადასცემენ მათ; აუდიტორიის გულის მოსაგებად ისტორიასა და მოვლენებს ამახინჯებენ...


პარიზული გაზეთების ეს სავალალო მდგომარეობა ზოგიერთ მათგანს, ხელფეხ გათოკილს, აგდებს ისეთი საზოგადოების განკარგულებაში, რომელთანაც პრესას შეუძლებელია რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს. როცა ამა თუ იმ გაზეთის ბიუჯეტი, მეტნაწილად, უზრუნველყოფის გარეშე რჩება, გაზეთს იჯარით იღებს რომელიმე ფინანსისტი, თვიურად აფინანსებს მას და გადააქცევს პატარა ფაბრიკად, სადაც ცხვება ადვილად გასასაღებელი ცრუ ამბები, ყალბი მითითებანი, დამახინჯებული ცნობები, რომლებიც აბრიყვებენ ხალხს და აიძულებენ იყიდონ ან გაყიდონ....

ნიკო ნიკოლაძე გამოყოფს ჟურნალისტთა სხვადასხვა კატეგორიას:

1)ლანძღვა-გინების მოყვარული ჟურნალისტები - „მათი მეთოდია უწმაწური სიტყვების ხმარება. ისინი პროვოკატორულად და სრულიად თავზეხელაღებულად აფრქვევენ გაბედულ ფრაზებს, გადმოსცემენ შემოკლებულ ჭორებს; ხალხს თავს ისე აჩვენებენ ვითომც დარწმუნებულნი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ თავიანთი სიტყვების სიმართლეში. მყვირალა პატრიოტიზმის შესახებ წარმოთქმული ცარიელი სიტყვებით ისინი ქვეყანას ატყუებენ და იმედს ამყარებენ ზოგის უვიცობაზე, ზოგის ცუდ მეხსიერებაზე, განსაკუთრებით კი მასების გულუბრყვილობაზე“.

2)ჟურნალისტი-რეკლამა/ ჟურნალისტი მოდის შემომტანი - „ის მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რაც დავალებული აქვს - შეაქოს და სახელი გაუთქვას... ამ მეთოდს იყენებენ არამარტო იმისთვის, რომ „საქმეებს“ გაუთქვან სახელი, არამედ კახპებსაც და, რა თქმა უნდა, მათ პატრონებსაც.

3)მოხეტიალე დასის ჟურნალისტები - „მიჩვეულნი ყველა საქმის რიგრიგობით მომსახურებას და ღალატს, ბოლოს მართლა სკეპტიკოსები და გულგრილები ხდებიან, კარგავენ ილუზიებსა და რწმენას. როგორც უბადრუკი მსახიობი ადგილს პოულობს მოხეტიალე დასში, ეს ჟურნალისტებიც ისე ემსახურებიან გარკვეული „დანიშნულების“ გაზეთს, თამაშობენ როლს ყოველ საღამოს. ფარდა ჩამოეშვება თუ არა, ანდა ნომერი გაიშვება თუ არა დაზგის ქვეშ, იწყება რედაქტორის ქილიკი...“

თუმცა რა თქმა უნდა ნიკო ნიკოლაძე საუბრობს პატიოსან და ნიჭიერ ჟურნალისტებზე, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მაგრამ, როგორც თვითომ აღნიშნავს სამწუხაროდ ისინი ძალზე ცოტანი არიან....







დღეს 5 აპრილს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის, ქალაქ ფოთის თავის (1894-1914), საქართველოს პარლამენტის წევრის (1917-1920) ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების დღეა(5 აპრილი, 1928 წელი)



0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0