x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტრადიციები, რომლებიც აზიაში ნორმად ითვლება, ევროპაში კი სირცხვილად
image


"სხვა ქვეყანა, სხვა კულტურა"- მოკლედ სწორედ ასე შეგვიძლია გამოვხატოთ გაკვირვება და ზოგჯერ შოკიც კი აზიის ქვეყნების ზოგიერთი მახასიათებლის მიმართ. განსაკუთრებით კი ეს ზოგიერთ იმ ნორმასა და წეს-ჩვეულებას ეხება, რომელმაც ნებისმიერ ევროპელს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას. აი, ზოგიერთი მათგანი:



1. კომპლიმენტები


image


ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში თანამოსაუბრის მისამართით კომპლიმენტის გაკეთება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ვინაიდან ამგვარად უცხო ადამიანთან კარგი ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი, მაგრამ აზიის ქვეყნებში ასეთი დამოკიდებულება - სერიოზული პრობლემაა! მაგალითად, თუ სტუმრად მყოფი ადამიანი რაიმე ნივთთან დაკავშირებით კომპლიმენტს იტყვის, ეს ნიშნავს რომ პატრონი ვალდებულია ის მას აჩუქოს, საპასუხოდ კი თანამოსაუბრისგან უფრო ძვირადღირებულ საჩუქარს დაელოდება.




2. მშობლებთან ერთად ცხოვრება და შემდგომ მათი ყველანაირად უზრუნველყოფა


image


ევროპაში არ არის მიღებული მშობლებთან ერთად დიდი ხანი ცხოვრება, მაქსიმუმ - 16-20 წლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ადამიანი მეგობრების მხრიდან დაცინვის ობიექტი აუცილებლად გახდება, მაგრამ აზიის ქვეყნებში მშობლებთან დიდხანს ცხოვრება სრულიად ნორმალურად ითვლება. ამ ჩვეულების კიდევ ერთი პატარა დეტალი: აზიის ქვეყნებში შვილები ფინანსურად მშობლებს პენსიაზე გასვლის შემდეგ უზრუნველყოფენ. საჭიროების შემთხვევაში კი, ხანდაზმული მშობლები ან საკუთარ სახლში მიჰყავთ ან პირიქით, საცხოვრებლად მათთან გადადიან. ევროპის ქვეყნებში ყველაფერი შვილებისა და მშობლების ურთიერთობაზეა დამოკიდებული.




3. ე.წ. "თიფი"


image


თუ ევროპის კაფეებსა და რესტორნებში კარგი მომსახურებისთვის მადლიერების ნიშნად "თიფის" დატოვება მიღებულია, აზიის ქვეყნებში ასეთი ჟესტი მომსახურე პერსონალის შეურაცხყოფად აღიქმება. არაევროპულ ქვეყნებში სჯობს მიმტანს მადლობა სიტყვიერად გადაუხადოთ ან პატარა საჩუქარი გაუკეთოთ.




4. დაყნოსვა


image


ევროპაში პატარებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ადამიანების თანდასწრებით დაყნოსვა დაუშვებელია, ვინაიდან ეს უხამსობად ითვლება, იაპონიაში კი ეს სრულიად მიღებული ნორმაა.




5. საჩუქრები

image


ევროპაში საჩუქრის მიღებისთანავე გახსნა სავსებით ნორმალურია.ზოგჯერ თავად მჩუქებელიც კი ითხოვს მის გახსნას, ნახვას და საკუთარი აზრის გამოხატვას, მაგრამ ჩინეთსა და იაპონიაში ამისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ. ამ ქვეყნების ეტიკეტის მიხედვით, საჩუქრის მიმღებმა ნაჩუქარი ნივთი მარტომ უნდა გახსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ხარბ და ეგოისტ ადამიანად ჩაითვლება.








0
884
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
884